Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
რეგულირების საფასურის შესახებ article 51 ა) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისთვის – არაუგვიანეს ყოველი კვარტლის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად, ხოლო თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურად ასათვისებელ მოცულობას – ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით. ამ ქვეპუნქტით დადგენილი რეგულირების საფასურის გადახდის წესი არ ვრცელდება პირზე, რომელზედაც სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზია გაცემულია სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მიზნით, მხოლოდ სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის სტადიაზე. თუ ამ პირის მიერ სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის სამუშაოების შესრულებისას აუცილებელი გახდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება შესწავლის მიზნებისათვის, რეგულირების საფასური გადაიხდება ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით, არაუგვიანეს ყოველი კვარტლის მომდევნო თვის 15 რიცხვისა; |
რეგულირების საფასურის შესახებ article 51 ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების საფასურის ოდენობები, სტრუქტურა და გადახდის წესი. 1. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების საფასურის ოდენობები და სტრუქტურა განისაზღვრება ამ კანონის დანართით. 2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირების საფასური გადაიხდება: |
რეგულირების საფასურის შესახებ article 51 ბ) შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის მფლობელის მიერ თევზის რესურსით (ქაფშიით) სარგებლობისთვის – თევზჭერის ყოველწლიური კვოტიდან ლიცენზიით გათვალისწინებული პროცენტის მიხედვით მოსაპოვებელი თევზის რესურსის (ქაფშიის) სრული ოდენობის შესაბამისად, თანაბარ ნაწილებად, წელიწადში ორჯერ – არაუგვიანეს 31 იანვრისა და 31 ივლისისა; გ) ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ წელიწადში ერთხელ − არაუგვიანეს 31 იანვრისა. 3. ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების საფასური გადაიხდება არაუგვიანეს ყოველი კვარტლის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. 4. ინვესტორის წილი ნავთობისა და გაზის (მათ შორის, საკომპენსაციო ნავთობისა და გაზის) მოპოვების, ნავთობისა და გაზის სახელმწიფოს კუთვნილი წილის განკარგვისა და ბუნებრივი წყალბადის მოპოვების რეგულირების საფასურები გადაიხდება არაუგვიანეს ყოველი კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. |
რეგულირების საფასურის შესახებ article 51 5. ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა, გაზისა, ბუნებრივი წყალბადისა და სასარგებლო წიაღისეულისა) სარგებლობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესი განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს ნორმატიული აქტით. სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესი განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ნორმატიული აქტით, ხოლო „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებული ურთიერთობების შემთხვევაში – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ნორმატიული აქტით. |