Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 6
პენიტენციური კოდექსი article 34 გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება. 1. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არის დაცული, შეიარაღებული დაცვით უზრუნველყოფილი, დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული დაწესებულება, რომელშიც უზრუნველყოფილია მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა. 2. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულები განთავსებული არიან საერთო საცხოვრებელში, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი ამ კოდექსის 58-ე მუხლის შესაბამისად. 3. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს უფლება აქვს, დამოუკიდებლად, დადგენილი წესით გადაადგილდეს დაწესებულების ტერიტორიაზე. 4. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს უფლება აქვს, სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული პირობებითა და ვადით დატოვოს დაწესებულების ტერიტორია. 5. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთა აღსრულდება ამ კოდექსის შესაბამისად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 6. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის მოთავსების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. |
პენიტენციური კოდექსი article 34 7. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში შეიძლება მოთავსდეს საშიშროების დაბალი ან საშუალო რისკის მსჯავრდებული, რომლის მიერ ფაქტობრივად მოსახდელი სასჯელის ვადა 1 წელს არ აღემატება. დაუშვებელია გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში არასრულწლოვანი მსჯავრდებულის მოთავსება. 8. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებული თავსდება მისი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით. წერილობით თანხმობაში მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ თანახმაა, შეასრულოს გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისთვის დადგენილი ვალდებულებები, აგრეთვე ისწავლოს ან/და იმუშაოს და მონაწილეობა მიიღოს ამ დაწესებულების მიერ შეთავაზებულ სარეაბილიტაციო ღონისძიებებში. |
პენიტენციური კოდექსი article 34 9. სამსახურის გენერალური დირექტორი ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნულ თვისებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივს, დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგს, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელის მოხდისას გამოვლენილ ქცევას, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გაქცევის რისკს, აგრეთვე იმ საფრთხეს, რომელიც მსჯავრდებულმა შეიძლება შეუქმნას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას. 10. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულზე ამ დაწესებულების ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით ვრცელდება საშიშროების შესაბამისი რისკის მსჯავრდებულისთვის დადგენილი უფლებები და მოვალეობები. 11. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში შეიძლება მოთავსდეს აგრეთვე ქალი მსჯავრდებული. მასზე დამატებით ვრცელდება ამ კოდექსის 39-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული უფლებები. 12. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება მიეცეს უფლება, დატოვოს ეს დაწესებულება ერთ-ერთი შემდეგი პირობითა და ვადით: |
პენიტენციური კოდექსი article 34 ა) გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ სწავლის ან/და მუშაობის შემთხვევაში, სასწავლო ან/და სამუშაო გრაფიკის შესაბამისად; ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დასვენებისა და უქმე დღეებში; გ) დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, 1 კვირის განმავლობაში არაუმეტეს 3 დღე-ღამისა. 13. ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის დაგვიანებით გამოცხადება ან გამოუცხადებლობა იწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაგვიანებით გამოცხადების ან გამოუცხადებლობის მიზეზია ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: ა) მსჯავრდებულის ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომელიც შეუძლებელს ხდის მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, რასაც ადასტურებს ექიმის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა; |
პენიტენციური კოდექსი article 34 ბ) მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) არსებობის დროს, კერძოდ, სტიქიური უბედურების, ავარიის, ხანძრის, მასობრივი არეულობის, სამხედრო მოქმედების, კარანტინის ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში ან/და სხვა ისეთი გარემოების არსებობისას, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოცხადებას, რასაც ადასტურებს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი. 14. მსჯავრდებულს, რომელმაც ამ მუხლის მე-12 ნაწილის შესაბამისად დატოვა გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, ეკრძალება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა. 15. ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დატოვების ვადა შედის სასჯელის მოხდის საერთო ვადაში. |
პენიტენციური კოდექსი article 34 16. თუ მსჯავრდებული არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ მოვალეობას, არღვევს გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულებით დადგენილ მოთხოვნას ან/და თუ მან ამ დაწესებულებაში ქცევა მკვეთრად უარყოფითად შეიცვალა, დაწესებულების დირექტორი სამსახურის გენერალურ დირექტორს მიმართავს შუამდგომლობით მსჯავრდებულის სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ. |