Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ article 96 რეაბილიტაციის გეგმის დარღვევის შედეგები. 1. რეაბილიტაციის გეგმის დარღვევის შემთხვევაში კრედიტორი უფლებამოსილია სასამართლოში შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება მოვალის მიმართ გაკოტრების რეჟიმის გახსნის მოთხოვნით. 2. რეაბილიტაციის გეგმის დარღვევად არ მიიჩნევა რეაბილიტაციის გეგმით გათვალისწინებული პირობების უმნიშვნელო დარღვევა. პირობების დარღვევა უმნიშვნელოდ მიიჩნევა, თუ ის მთლიანი მიმდინარე შესასრულებელი ვალდებულების 20 პროცენტს არ აღემატება, ხოლო მისი შესრულების ვადის გადაცილება − 15 სამუშაო დღეს, ან თუ ვადის გადაცილება არ აღემატება 7 სამუშაო დღეს, მიუხედავად დავალიანების თანხის ოდენობისა. 3. სასამართლო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას თანდართულ მტკიცებულებებთან ერთად მოვალეს უგზავნის და მას მოსაზრებების წერილობით წარმოსადგენად განუსაზღვრავს არანაკლებ 4 დღისა და არაუმეტეს 7 დღის ვადას, რომელიც აითვლება მოვალისთვის გზავნილის ჩაბარების მომენტიდან. 4. სასამართლო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას განიხილავს მისი წარდგენიდან 10 დღის ვადაში. ზეპირი მოსმენის დანიშვნის შემთხვევაში მოვალესა და კრედიტორებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი სხდომაზე გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ აღნიშნული საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას. |
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ article 96 5. თუ სასამართლო ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წარდგენილ განცხადებას დასაბუთებულად მიიჩნევს, ის გამოიტანს განჩინებას გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ და დანიშნავს გაკოტრების მმართველს. |