Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ article 19 შემოქმედებითი კავშირის წესდება. 1. შემოქმედებითი კავშირის საქმიანობის წესი და ძირითადი მიმართულებები განსაზღვრულია კავშირის წესდებით. 2. შემოქმედებითი კავშირის წესდება უნდა შეიცავდეს: ა) შემოქმედებითი კავშირის სრულ სახელწოდებას, ასევე შემოკლებულ სახელწოდებას (მისი არსებობის შემთხვევაში); ბ) შემოქმედებითი კავშირის საქმიანობის მიზნებსა და ამოცანებს; გ) შემოქმედებით კავშირში გაწევრების, კავშირიდან გასვლისა და გარიცხვის წესებ ს; დ) შემოქმედებითი კავშირის წევრთა უფლებებსა და მოვალეობებს; ე) შემოქმედებითი კავშირის მართვის ორგანოთა შექმნისა და საქმიანობის საფუძვლებს, მათ უფლებამოსილებებს და მათი გადაწყვეტილებებ ის მიღების წესს; ვ) შემოქმედებითი კავშირის საქმიანობის კონტროლის წესს; ზ) შემოქმედებითი კავშირის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციი ს შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი ორგანოს/პირის დასახელებას და ამ გადაწყვეტილების მიღების წესს, თუ იგი განსხვავდება ამ პუნქტის „ ე“ ქვეპუნქტით დადგენილი წესისაგან; თ) ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის შესახებ მონაცემებს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი). თუ შემოქმედებით კავშირს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი ორი ან მეტი პირი ჰ ყავს, სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში უნდა მიეთითოს, როგორ არის მათ შორის უფლებამოსილებანი გადანაწილებული; |
შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ article 19 ი) მასში ცვლილებისა და დამატების შეტანის წესს. 3. შემოქმედებითი კავშირის წესდებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სხვა საკითხებიც, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. |