FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

article  2

კოდექსის ზოგადი პრინციპები.
1. ეს კოდექსი ეფუძნება შემდეგ ზოგად პრინციპებს:
    ა) სახელმწიფოს მიერ დაწესებული უსაფრთხოების სავალდებულო მოთხოვნების მხოლოდ რეგულირებულ სფეროზე გავრცელებას. სხვა სფეროში მეწარმეს თავად აქვს უფლება, აირჩიოს და დააკმაყოფილოს უსაფრთხოების მოთხოვნები;
    ბ) მინიმალურად საჭირო რეგულირებით უსაფრთხო პროდუქტის ბაზარზე განთავსების უზრუნველყოფას;
    გ) მსგავსი მახასიათებლების მქონე პროდუქტებისათვის ბაზარზე განთავსებისას ერთგვაროვან და არადისკრიმინაციულ მიდგომას;
    დ) სტანდარტიზაციის სფეროში საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების უპირატესობას;
    ე) ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების მხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს დასაცავად დაშვებას ამავე კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში;
    ვ) აკრედიტაციისა და შესაბამისობის შეფასების (შშ) საერთაშორისო და ევროპული სისტემების მიხედვით წარმართვას;
    ზ) ხარისხის ინფრასტრუქტურისა და ბაზარზე ზედამხედველობის სისტემის განვითარების ხელშეწყობას.
2. ამ კოდექსის რეგულირების მექანიზმებია: პროდუქტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ტექნიკური ნორმების ჰარმონიზაცია და ვაჭრობაში არასატარიფო ბარიერების შემცირება.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

article  2

3. პროდუქტი, რომელიც წარმოებულია ევროკომისიის მიერ მიღებული/დამტკიცებული ახალი და გლობალური მიდგომის დირექტივების მოთხოვნების დაცვით, ამ კოდექსის შესაბამისად აკმაყოფილებს უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებს.
4. ამ კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება იმ პროდუქტზე, რომელიც სპეციალურად არის წარმოებული საპოლიციო ან/და სამხედრო მიზნებისათვის.