Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
საჯარო შესყიდვების შესახებ article 53 შესყიდვის პირობები. 1. საჯარო შესყიდვის (გარდა წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურისა) გამოსაცხადებლად შემსყიდველი ორგანიზაცია აქვეყნებს შესყიდვის შესახებ განცხადებას. 2. შესყიდვის შესახებ განცხადებას უნდა ერთოდეს შესყიდვის დოკუმენტაცია. 3. შემსყიდველი ორგანიზაცია შეზღუდულ პროცედურაში, წინასწარი გამოქვეყნებით მოლაპარაკების პროცედურაში, კონკურენტულ დიალოგში ან ინოვაციურ პარტნიორობაში კანდიდატებს წინადადებების წარსადგენად, აგრეთვე დიალოგის/მოლაპარაკების გამართვისას მასში მონაწილეობის მისაღებად იწვევს მოწვევის გამოქვეყნებით. 4. შესყიდვის პირობები ქვეყნდება ელექტრონულ სისტემაში. 5. შესყიდვის პირობების ფორმა და გამოქვეყნების წესი, ამ კანონისა და ევროკავშირის შესაბამისი სამართლებრივი აქტების მოთხოვნების გათვალისწინებით, განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. |
საჯარო შესყიდვების შესახებ article 53 6. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია შესყიდვის პირობებში შეიტანოს ცვლილება მათი გაცნობისთვის განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ შესყიდვის პირობებში ცვლილების შეტანა დასაშვებია მხოლოდ დიალოგის/მოლაპარაკების საფუძველზე, თუ ცვლილების შეტანის შესაძლებლობა შესყიდვის პირობებით არის გათვალისწინებული. დაუშვებელია საჯარო შესყიდვის პროცედურის/საჯარო შესყიდვის ინსტრუმენტის/აგრეგირებული საჯარო შესყიდვის ან შესყიდვის ობიექტის შეცვლა და შესყიდვის პირობებში ამ კანონით აკრძალული ცვლილების ან სხვა არსებითი ცვლილების შეტანა. შესყიდვის პირობების გაცნობისთვის განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე მათში ცვლილების შეტანის შემთხვევაში ეს ვადა ავტომატურად გრძელდება შესყიდვის პირობების გამოქვეყნებიდან შესაბამისი ცვლილების გამოქვეყნებამდე გასული ვადით. 7. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია შესყიდვის პირობებში ცვლილება შეიტანოს შესყიდვის პირობების გაცნობის ვადის გასახანგრძლივებლად. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-6 პუნქტის მე-4 წინადადება. |
საჯარო შესყიდვების შესახებ article 53 8. შესყიდვის პირობების გაცნობისთვის განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე მათში ცვლილება შეიტანება და ეს ცვლილება ქვეყნდება შესყიდვის პირობების დამტკიცებისა და გამოქვეყნებისთვის დადგენილი წესით. დიალოგის/მოლაპარაკების საფუძველზე შესყიდვის პირობებში ცვლილება შეიტანება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით. 9. შესყიდვის პირობების ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნებისთვის შემსყიდველი ორგანიზაცია სააგენტოს ანგარიშზე იხდის შესყიდვის პირობების გამოქვეყნების საფასურს. მისი ოდენობა და გადახდისა და დაბრუნების წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. ამ საფასურის ოდენობა 100 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. ეს საფასური არ ბრუნდება, გარდა ელექტრონული სისტემის გაუმართაობის ან შეცდომით საფასურის ზედმეტად გადახდის შემთხვევისა. 10. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია შესყიდვის პირობები გაავრცელოს აგრეთვე დამატებითი საშუალებით. |
საჯარო შესყიდვების შესახებ article 53 11. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია შესყიდვის პირობებით განსაზღვროს, საჯარო შესყიდვის პროცედურაში დაშვებულია თუ არა წინადადების ვარიანტების წარდგენა, აგრეთვე რა სახის წინადადების ვარიანტები შეიძლება წარადგინოს ეკონომიკურმა ოპერატორმა. თუ წინადადების ვარიანტების წარდგენის შესაძლებლობა შესყიდვის პირობებში მკაფიოდ არ არის მითითებული, მათი წარდგენა დაუშვებელია. 12. წინადადების ვარიანტების წარდგენის დაშვების შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვის პირობებში განსაზღვრავს მინიმალურ მოთხოვნებს და ადგენს საუკეთესო წინადადების გამოვლენის კრიტერიუმებს, რომლებსაც ეკონომიკური ოპერატორის მიერ წარდგენილი წინადადების ვარიანტი უნდა აკმაყოფილებდეს. 13. წინადადების ვარიანტების წარდგენისა და მათი წარდგენის შესაძლებლობის გამოყენების დეტალური წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. |
საჯარო შესყიდვების შესახებ article 53 14. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შესყიდვის პირობებში გაითვალისწინოს მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელი მახასიათებლები. საჯარო შესყიდვის განხორციელებისას მდგრადი განვითარებისთვის იმ შესყიდვის ობიექტის (საქონლის, სამუშაოს, მომსახურების) CPV-ის კოდები, რომლის შესყიდვისას მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელი მახასიათებლების გათვალისწინება სავალდებულოა, აგრეთვე საჯარო შესყიდვის პროცედურაში ამ მახასიათებლების მითითების წესი და მეთოდოლოგია, მათ შორის, ხარჯეფექტიანობის, ეკონომიკური მიზანშეწონილობის, მდგრადობის ფართო დიაპაზონის, ტექნიკური შესაბამისობისა და სათანადო კონკურენციის გათვალისწინებით, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. |