FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  38

გარიგების ფასის მეთოდი.
1. ეს მუხლი განიხილება ამ კოდექსის 44-ე მუხლთან ერთად, რომელიც ითვალისწინებს საქონლისთვის ფაქტობრივად გადახდილი ან/და გადასახდელი ფასის კორექტირებას იმ შემთხვევაში, როდესაც მყიდველს ეკისრება გარკვეული ელემენტების გადახდა, რომლებიც საბაჟო ღირებულების ნაწილია, მაგრამ არ არის შეტანილი საქონლისთვის ფაქტობრივად გადახდილ ან გადასახდელ ფასში.
2. საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება გარიგების ფასით, ანუ საქართველოში საექსპორტოდ გაყიდული საქონლისთვის ფაქტობრივად გადახდილი ან/და გადასახდელი ფასით, ამ კოდექსის 44-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, თუ სრულდება ყველა შემდეგი პირობა:
    ა) არ არსებობს რაიმე შეზღუდვა, რომელიც დაკავშირებულია მყიდველის მიერ საქონლის განკარგვასთან ან გამოყენებასთან, გარდა იმ შეზღუდვისა, რომელიც: ა.ა) საქართველოს კანონმდებლობით არის დადგენილი ან მოთხოვნილი; ა.ბ) ადგენს იმ გეოგრაფიული რაიონების ჩამონათვალს, სადაც დაშვებულია საქონლის ხელახალი გაყიდვა; ა.გ) გავლენას არ ახდენს საქონლის ღირებულებაზე;
საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  38

ბ) საქონლის გაყიდვა ან ფასი არ არის დაკავშირებული რაიმე პირობასთან ან გარემოებასთან, რომლის საქონლის ღირებულებასთან მიმართებით შეფასება (ღირებულების განსაზღვრა) შეუძლებელია. თუ ასეთი პირობის ან გარემოების შეფასება (ღირებულების განსაზღვრა) შესაძლებელია, ეს ღირებულება მიიჩნევა მყიდველის მიერ განხორციელებულ ირიბ გადახდად და, შესაბამისად, ფაქტობრივად გადახდილი ან გადასახდელი ფასის ნაწილად;
    გ) მყიდველის მიერ საქონლის შემდგომი გაყიდვის, განკარგვის ან გამოყენების შედეგად მიღებული შემოსავლის არცერთი ნაწილი არც პირდაპირ და არც ირიბად არ გადაეცემა გამყიდველს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლებელია სათანადო შესწორების შეტანა ამ კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად;
    დ) ფაქტობრივად გადახდილი ან გადასახდელი ფასი გამოიანგარიშება ობიექტურ და დასაბუთებულ მონაცემთა საფუძველზე;
    ე) მყიდველი და გამყიდველი არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. თუ მყიდველი და გამყიდველი ურთიერთდამოკიდებული პირები არიან, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისთვის გარიგების ფასის მეთოდის გამოყენების შესაძლებლობა დგინდება ამ მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილების გათვალისწინებით.
საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  38

3. მხოლოდ ის გარემოება, რომ მყიდველი და გამყიდველი ურთიერთდამოკიდებული პირები არიან, არ შეიძლება გახდეს საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის დროს გარიგების ფასის მეთოდის გამოყენებაზე უარის თქმის საფუძველი. ამ შემთხვევაში მოწმდება საქონლის გაყიდვის ყველა გარემოება და გარიგების ფასი გამოიყენება, თუ აღნიშნულ პირთა ურთიერთდამოკიდებულებას საქონლის გარიგების ფასზე გავლენა არ მოუხდენია.
4. თუ დეკლარანტის მიერ წარდგენილი ან სხვა სახით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საბაჟო ორგანოს გაუჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ მყიდველისა და გამყიდველის ურთიერთდამოკიდებულებამ გავლენა მოახდინა საქონლის გარიგების ფასზე, საბაჟო ორგანო დეკლარანტს აცნობებს თავის დასაბუთებულ მოსაზრებებს (დეკლარანტის მოთხოვნის შემთხვევაში − წერილობით). დეკლარანტს უფლება აქვს, აღნიშნულ მოსაზრებებთან დაკავშირებით წარადგინოს შესაბამისი ახსნა-განმარტება.
5. თუ მყიდველი და გამყიდველი ურთიერთდამოკიდებული პირები არიან, საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება გარიგების ფასის მეთოდით, თუკი დეკლარანტი საბაჟო ორგანოს წარუდგენს იმის მტკიცებულებას, რომ აღნიშნული ღირებულება მაქსიმალურად მიახლოებულია დროის იმავე მონაკვეთში განსაზღვრული შემდეგი ღირებულებებიდან ერთ-ერთთან:
საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  38

ა) იმ შემოტანილი იდენტური ან მსგავსი საქონლის გარიგების ფასთან, რომელიც გამყიდველმა არაურთიერთდამოკიდებულ პირს (მყიდველს) მიჰყიდა;
    ბ) ამ კოდექსის 41-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ იდენტური ან მსგავსი საქონლის საბაჟო ღირებულებასთან;
    გ) ამ კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ იდენტური ან მსგავსი საქონლის საბაჟო ღირებულებასთან.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესი გამოიყენება დეკლარანტის სურვილით, მხოლოდ შედარებისთვის. ამასთანავე, გათვალისწინებული უნდა იქნეს განსხვავებები კომერციულ და რაოდენობრივ დონეებს შორის, ამ კოდექსის 44-ე მუხლით გათვალისწინებულ ელემენტებსა და გამყიდველის მიერ საქონლის ისეთი გაყიდვის შედეგად გაწეულ ხარჯებში, რომლის დროსაც მყიდველი და გამყიდველი არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები.