Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საჯარო შესყიდვების შესახებ article 73 დამატებითი გამონაკლისები. 1. ამ კანონის დებულებები, გარდა ამ კანონის მე-9 და მე-10 მუხლებით დადგენილი გამონაკლისებისა, ასევე არ გამოიყენება, თუ: ა) მათი გამოყენებით გამჟღავნდება სახელმწიფო საიდუმლოებისთვის მიკუთვნებული ინფორმაცია; ბ) შესყიდვის ხელშეკრულება საზღვარგარეთ განლაგებული საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის არის გამიზნული და მათ, ოპერატიული საჭიროებებიდან გამომდინარე, მისი შესაბამის ტერიტორიაზე არსებულ ეკონომიკურ ოპერატორთან დადება სჭირდებათ; გ) საქართველოს მთავრობა უცხო ქვეყნის მთავრობასთან დებს შესყიდვის ხელშეკრულებას, რომელიც ეხება ერთ ან რამდენიმე შემდეგ შემთხვევას: გ.ა) სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის მიწოდებას; გ.ბ) ამ პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციასთან პირდაპირ დაკავშირებულ სამუშაოს ან მომსახურებას; გ.გ) სპეციალურად სამხედრო მიზნებისთვის განკუთვნილ სამუშაოს ან მომსახურებას, აგრეთვე საიდუმლო დანიშნულების სამუშაოს ან მომსახურებას. |
საჯარო შესყიდვების შესახებ article 73 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საიდუმლო საჯარო შესყიდვის განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ეს შესაძლებელია, საიდუმლო საჯარო შესყიდვის განხორციელების განზრახვა, რომელიც საიდუმლო საჯარო შესყიდვის შესახებ ზოგად, არასაიდუმლო ინფორმაციას შეიცავს, უნდა გამოქვეყნდეს ელექტრონულ სისტემაში. საიდუმლო საჯარო შესყიდვის განხორციელების წესის დადგენისას საქართველოს მთავრობა ხელმძღვანელობს ამ კანონით გათვალისწინებული საჯარო შესყიდვის პროცედურებით და განსაზღვრავს საიდუმლო საჯარო შესყიდვაში მათი გამოყენების თავისებურებებს. |