Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ article 16 1. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ: ა) ზედიზედ 6 თვის განმავლობაში ვერ ასრულებდა ან წელიწადში 3 თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ ასრულებდა თავის მოვალეობას; ბ) დაიკავა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა ან ეწევა ამ კანონის მე-17 მუხლით აკრძალულ საქმიანობას; გ) დაარღვია ამ კანონის 48-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნა; დ) ჩაიდინა მოსამართლისთვის შეუფერებელი საქციელი; ე) დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა; ვ) სასამართლომ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ზ) მის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი; თ) გარდაიცვალა, ან სასამართლომ აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად; ი) გადადგა თანამდებობიდან. |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ article 16 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დადგენილებით, რომელიც მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი; „ე“ – „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი რეგლამენტით დადგენილი წესით ამოწმებს მისთვის წარდგენილ საბუთებს და მათში აღნიშნული ფაქტების დადასტურების შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე განკარგულებით აფორმებს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას. 3. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დადგენილება, აგრეთვე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განკარგულება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე დაუყოვნებლივ ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს. |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ article 16 4. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან არაუგვიანეს 20 დღისა გამწესდება საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრი, რომლის უფლებამოსილებაც იწყება მის მიერ ფიცის დადების მომენტიდან. თუ საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა დაემთხვა საქართველოს პარლამენტის არასასესიო პერიოდს, საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრი გამწესდება პარლამენტის უახლოესი სესიის დაწყებიდან 2 კვირის განმავლობაში. 5. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 1 თვისა და არაუგვიანეს 10 დღისა გამწესდება საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრი, რომლის უფლებამოსილებაც იწყება მისი წინამორბედის უფლებამოსილების 10-წლიანი ვადის ამოწურვისთანავე, მაგრამ არაუადრეს მის მიერ ფიცის დადების მომენტისა. |