Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი article 822 სადაზღვევო შედარება. 1. თუ აღმოჩნდა, რომ სადაზღვევო თანხა მნიშვნელოვნად აღემატება დაზღვეული ინტერესის ღირებულებას (სადაზღვევო ღირებულებას), მაშინ როგორც დამზღვევს, ისე მზღვეველს გადაჭარბებული დაზღვევის თავიდან აცილების მიზნით შეუძლიათ მოითხოვონ სადაზღვევო თანხის შემცირება სადაზღვევო შესატანის დაუყოვნებლივ შესაბამისი შემცირებით. 2. თუ დამზღვევი მართლსაწინააღმდეგო შემოსავლის მიღების განზრახვით დებს ხელშეკრულებას დაზღვევის გაზრდის გზით, მაშინ ხელშეკრულება ბათილად ჩაითვლება. ხელშეკრულების ბათილობამდე მზღვევლისათვის გადახდილი შენატანები მას რჩება, თუ მისთვის ხელშეკრულების დადების მომენტისათვის ცნობილი არ იყო ბათილობის შესახებ. |