FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  159

რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის და აბრის დაკვეთისა და განთავსებისათვის დადგენილი წესების დარღვევა.
1. რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის დადგენილი წესების დარღვევა, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას – 3000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში ასეთი ქმედებისათვის შეფარდებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი, – გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.
3. აბრის დაკვეთისა და განთავსებისათვის დადგენილი წესების დარღვევა − გამოიწვევს ფიზიკური და იურიდიული პირების გაფრთხილებას.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გაფრთხილებიდან 1 თვის ვადაში გაფრთხილების შეუსრულებლობა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისას − 300 ლარის ოდენობით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  159

1. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიაში შეტანილ ნივთიერებათა პოპულარიზაცია ან რეკლამა ანდა მათი შექმნის, მოხმარების, გამოყენებისა და შეძენის ადგილების შესახებ ინფორმაციის გავრცელება ფიზიკური პირის მიერ − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარიდან 10 000 ლარამდე ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი იურიდიული პირის მიერ, − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარიდან 20 000 ლარამდე ოდენობით.