FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

article  6615

ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირების ვალდებულებები.
1. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები ვალდებული არიან ორგანიზაციას უხელმძღვანელონ მართლზომიერად და კეთილსინდისიერად, სათანადო წესით,  იმოქმედონ  ორგანიზაციის ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე, გამჭვირვალე ადმინისტრაციული, ფინანსური პროცედურებისა და შიდა კონტროლის მექანიზმების გამოყენებით.
2. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს სათანადო მექანიზმები, რათა გამორიცხოს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირების არსებული ან პოტენციური ინტერესთა კონფლიქტი. ინტერესთა კონფლიქტის წარმოშობის შემთხვევაში ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს მისი იდენტიფიცირება, მართვა, კონტროლი და აღმოფხვრა ისეთი საშუალებით, რომ თავიდან იქნეს აცილებული მისი უარყოფითი ზეგავლენა ამ ორგანიზაციის წევრების ინტერესებზე.
3. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები ვალდებული არიან სულ მცირე წელიწადში ერთხელ საერთო კრებას წარუდგინონ ინდივიდუალური ანგარიშები, რომლებიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

article  6615

ა) ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიმართ არსებული ნებისმიერი ინტერესის შესახებ;
    ბ) წინა საფინანსო წლის განმავლობაში ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისგან მიღებული ნებისმიერი ანაზღაურების თაობაზე, მათ შორის, საპენსიო დანამატის, აგრეთვე ნებისმიერი პირდაპირი ან არაპირდაპირი სახით მიღებული სარგებლის შესახებ;
    გ) წინა საფინანსო წლის განმავლობაში ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისგან მიღებული იმ ჰონორარის შესახებ, რომელიც მათ მიიღეს, როგორც უფლების  მფლობელებმა;
    დ) ნებისმიერი არსებული ან შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირის ინტერესებსა და ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ინტერესებს შორის, ან ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებსა და ნებისმიერი სხვა ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს შორის.
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

article  6615

4. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის თავმჯდომარეს 5 წლის ვადით ირჩევს საერთო კრება. ერთი და იგივე პირი ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის თავმჯდომარედ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
5. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წესდება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ თავისი უფლება-მოვალეობების სხვაგვარად შეუსრულებლობის შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პირის შესახებ.