Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 16
საქართველოს საარჩევნო კოდექსი article 31 ამომრჩეველთა ერთიანი სია და მისი ფორმირების წესი. 1. ამომრჩეველთა ერთიანი სია არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ, აქტიური საარჩევნო უფლების მქონე პირთა სია, რომელიც იყოფა საარჩევნო უბნების მიხედვით. 2. ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ შემდეგი მონაცემები: ა) გვარი, სახელი; ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); გ) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, რომელიც მოიცავს აგრეთვე საზღვარგარეთ რეგისტრაციის ადგილს); დ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი; ე) ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირისთვის, მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული პირისთვის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილი პირისთვის, აგრეთვე პირისთვის, რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღინიშნება დროებითი საცხოვრებლის მისამართი. სხვა სახელმწიფოში მყოფი პირისთვის მიეთითება „საკონსულო აღრიცხვაზეა“ (აღნიშნული ჩანაწერი არ არის საქართველოში რეგისტრაციის ადგილის მიხედვით კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვის საფუძველი), ხოლო თუ ასეთი პირი არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე – „იმყოფება უცხოეთში“); ვ) ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრაციის თარიღი; |
საქართველოს საარჩევნო კოდექსი article 31 ზ) ფოტოსურათი (სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული უახლესი ფოტოსურათი ციფრულ ფორმატში); თ) სქესი. 3. ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის შესახებ მონაცემები, როგორც წესი, შეიტანება მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი, თუ მისი რეგისტრაციის მისამართი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეჰყავთ მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. |
საქართველოს საარჩევნო კოდექსი article 31 4. ცესკო პასუხისმგებელია ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებისათვის, მისი კომპიუტერული დამუშავებისა და საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ნაწილის (გვარი, სახელი; ფოტოსურათი; დაბადების თარიღი; მისამართი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, აგრეთვე ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირისთვის, მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული პირისთვის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილი პირისთვის და პირისთვის, რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით; ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის რეგისტრაციის თარიღი) ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებისათვის. 5. ამომრჩეველთა ერთიანი სია დგება: |
საქართველოს საარჩევნო კოდექსი article 31 ა) სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებული, შესაბამის ტერიტორიაზე საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრირებულ პირთა, მათ შორის, იმ პირთა შესახებ მონაცემების საფუძველზე, რომლებსაც არჩევნების დღისთვის უსრულდებათ 18 წელი, აგრეთვე გარდაცვლილთა შესახებ მონაცემების საფუძველზე. ამომრჩეველთა ერთიან სიაში არ შეიტანება იმ პირთა შესახებ მონაცემები, რომელთა სახელზე ბოლოს გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი გაუქმდა გაყალბების ან ბათილად ცნობის გამო, ან რომელთაც არ აუღიათ მიმდინარე არჩევნების დროისთვის იურიდიული ძალის მქონე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი, თუ ეს პირები არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-13 დღისა რეგისტრაციას არ გაივლიან სააგენტოში; ბ) მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების მიერ იმ პირთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომლებიც გარდაიცვალნენ, მაგრამ მათი ოჯახის წევრებს არ მიუმართავთ სააგენტოსთვის გარდაცვალების მოწმობის მისაღებად, აგრეთვე იმ ქუჩებისა და საცხოვრებელი სახლების შესახებ გადაცემული ინფორმაციის საფუძველზე, რომლებსაც შეეცვალა სახელწოდება/ნომერი; |
საქართველოს საარჩევნო კოდექსი article 31 გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ან/და მისი ტერიტორიული ორგანოების მიერ იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე; დ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ იმ სამხედრო მოსამსახურეთა და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთა შესახებ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ იმ სპეციალური წოდების მქონე პირთა შესახებ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ იმ მოსამსახურეთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომელთა სამსახურის პირობები მოითხოვს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისგან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც სხვა საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება; |
საქართველოს საარჩევნო კოდექსი article 31 ე) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გადაცემული იმ ამომრჩეველთა შესახებ მონაცემების საფუძველზე, რომლებიც საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე დგანან; ვ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ გადაცემული იმ პირთა შესახებ მონაცემების საფუძველზე, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილი არიან მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსებული არიან შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში; |
საქართველოს საარჩევნო კოდექსი article 31 ზ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გადაცემული იმ პირთა შესახებ მონაცემების საფუძველზე, რომელთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა, რომლებსაც სასჯელის სახით შეეფარდათ თავისუფლების აღკვეთა ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ან მძიმე დანაშაულისათვის, აგრეთვე იმ პირთა შესახებ მონაცემების საფუძველზე, რომლებსაც სასჯელის სახით შეეფარდათ თავისუფლების აღკვეთა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის და არჩევნების დღისათვის სასჯელის ვადის გასვლის გამო გათავისუფლებული იქნებიან სასჯელის აღსრულების დაწესებულებიდან; თ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გადაცემული იმ პირთა შესახებ მონაცემების საფუძველზე, რომლებმაც გადაკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და რომელთა საქართველოში დაბრუნება არ დაფიქსირებულა. ამ მონაცემების საფუძველზე ამომრჩეველთა ერთიანი სიის გრაფაში „ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი“ კეთდება ჩანაწერი „იმყოფება უცხოეთში“. აღნიშნული ჩანაწერი არ არის კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვის საფუძველი. 6. ცესკოს მიერ ამომრჩეველთა ერთიანი სიის და ამ სიის მონაცემთა ელექტრონული ბაზის განახლების მიზნით: |
საქართველოს საარჩევნო კოდექსი article 31 ა) ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებში მითითებული დაწესებულებები წელიწადში ოთხჯერ – ყოველი წლის 1 თებერვალს, 1 მაისს, 15 ივლისს და 1 ნოემბერს − საარჩევნო უფლების მქონე პირთა შესახებ, ხოლო იმავე პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებში მითითებული დაწესებულებები − იმავე ვადებში საარჩევნო უფლების არმქონე პირთა შესახებ განახლებულ ან ახალ მონაცემებს გადასცემენ ცესკოს; ბ) სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის და მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებული არიან, თავიანთი კომპეტენციის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტის − მუნიციპალიტეტის, დასახლების, თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის, ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, მიკრორაიონის, სხვა ტერიტორიული ერთეულის, მოედნის, პროსპექტის (გამზირის), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადის, ბულვარის, ხეივნის − სახელდების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში ინფორმაცია გაუგზავნონ ცესკოს და სააგენტოს. |
საქართველოს საარჩევნო კოდექსი article 31 61. ცესკოს უფლება აქვს, ამომრჩეველთა ერთიანი სიის და ამ სიის მონაცემთა ელექტრონული ბაზის განახლების მიზნით, საჭიროებისამებრ, გამოითხოვოს და მოთხოვნიდან 3 დღის ვადაში მიიღოს მონაცემები ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებში მითითებული დაწესებულებებიდან საარჩევნო უფლების მქონე პირთა შესახებ, ხოლო იმავე პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებში მითითებული დაწესებულებებიდან − საარჩევნო უფლების არმქონე პირთა შესახებ. |
საქართველოს საარჩევნო კოდექსი article 31 7. საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას, ამ კანონის შესაბამისად რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს (მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის), ამ კანონის 39-ე მუხლით განსაზღვრულ დამკვირვებელ ორგანიზაციას (ხოლო არასაარჩევნო პერიოდში − ბოლო საერთო არჩევნებისას რეგისტრირებულ დამკვირვებელ ორგანიზაციას), ამომრჩეველს უფლება აქვს, გაეცნოს ცესკოში, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში არსებულ ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას (ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, გაეცნოს მხოლოდ შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას. ამომრჩეველს უფლება აქვს, მოითხოვოს მხოლოდ მის და მისი ოჯახის წევრთა შესახებ არსებული ყველა მონაცემის გაცნობა და მათში ცვლილების შეტანა) და უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-18 დღისა, ხოლო არასაარჩევნო პერიოდში – ნებისმიერ დროს მოითხოვოს ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებსა და ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანა. მონაცემების გაცნობა და ასლის გაცემა ხდება საჯარო ინფორმაციის გაცნობისა და გაცემისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |