Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
აკვაკულტურის შესახებ article 28 აკვაკულტურის საქმიანობის ფარგლები. 1. აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებამ არ უნდა გამოიწვიოს წყალსატევის მეთევზეობის პოტენციალის, წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლების, თევზის საკვები ბაზის (ფიტოპლანქტონი, ზოოპლანქტონი, ზოობენთოსი, ფიტობენთოსი, პერიფიტონი და სხვა), გარემოს მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების, იქთიოპარაზიტოლოგიური და იქთიოპათოლოგიური ფონის გაუარესება, თევზის ახალი სახეობის ინტროდუქცია ან ბიოინვაზია. 2. აკრძალულია ამა თუ იმ ადგილას თევზის იმ სახეობის ინტროდუქცია, რომელიც შეიძლება საზიანო იყოს აღნიშნული ადგილისთვის დამახასიათებელი და იქ მობინადრე თევზის სახეობებისთვის. 3. აკრძალულია აკვაკულტურის ობიექტის ჰიბრიდული ფორმისა და უცხო სახეობის ბუნებრივ (ველურ) გარემოში მოხვედრა. 4. აკრძალულია ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გარემოში კულტივირება და ინტროდუქცია. |