Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ენერგოეტიკეტირების შესახებ article 7 სკალაშეცვლილი ეტიკეტი. 1. პროდუქტის მიერ ენერგიის მოხმარების აღმნიშვნელი სკალის ცვლილების შემთხვევაში პროდუქტის ბაზარზე განთავსებისას მიმწოდებელს უფლება აქვს, დილერს წარუდგინოს როგორც არსებული ეტიკეტი, ისე სკალაშეცვლილი ეტიკეტი და პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი/ფირფიტა შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ვადის დაწყებამდე. 2. თუ არსებული ეტიკეტი და სკალაშეცვლილი ეტიკეტი მოდელის სხვადასხვაგვარ ტესტირებას მოითხოვს, მიმწოდებელი იტოვებს უფლებას, დილერს მიაწოდოს პროდუქტი ახალი, სკალაშეცვლილი ეტიკეტით. ამასთანავე, დილერს ექნება უფლება, ეს პროდუქტი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახადოს მხოლოდ შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ვადის დაწყებიდან. 3. მიმწოდებელი ვალდებულია იმ პროდუქტისთვის, რომელსაც შეეხება ცვლილება, დილერის მოთხოვნის საფუძველზე, შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ვადის გასვლამდე მიაწოდოს მას სკალაშეცვლილი ეტიკეტი ამ კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გარდა შემდეგი შემთხვევებისა: ა) თუ დილერს შეწყვეტილი აქვს საქმიანი ურთიერთობა მიმწოდებელთან ან მიმწოდებელს შეწყვეტილი აქვს ეკონომიკური საქმიანობა, დილერს უფლება აქვს, მის მარაგში არსებული პროდუქტი არსებული/ძველი ეტიკეტით გაყიდოს სკალაშეცვლილი ეტიკეტის ძალაში შესვლის თარიღიდან 9 თვის განმავლობაში; |
ენერგოეტიკეტირების შესახებ article 7 ბ) თუ არსებული ეტიკეტი და სკალაშეცვლილი ეტიკეტი მოდელის სხვადასხვაგვარ ტესტირებას მოითხოვს, მიმწოდებელი თავისუფლდება ვალდებულებისგან, დილერს მიაწოდოს სკალაშეცვლილი ეტიკეტი შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ცვლილების ძალაში შესვლის ვადის დაწყებამდე ბაზარზე განთავსებული ან მარაგში არსებული ამ მოდელის ერთეულებისთვის. ამასთანავე, მიმწოდებელს უფლება აქვს, შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ცვლილების ძალაში შესვლიდან 9 თვის განმავლობაში ექსკლუზიურად გაყიდოს აღნიშნული ერთეულები, თუ ეს ერთეულები არ არის იმ მოდელის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ცვლილების ძალაში შესვლისთანავე (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 4. დილერი ვალდებულია პროდუქტზე განთავსებული არსებული ეტიკეტი პროდუქტის გაყიდვის (მათ შორის, დისტანციური გაყიდვის) შემთხვევაში ჩაანაცვლოს სკალაშეცვლილი ეტიკეტით შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული თარიღიდან 14 სამუშაო დღის ვადაში. |