Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს ტყის კოდექსი article 70 საქართველოს ტყის დაცვის მიზნები. 1. საქართველოს ტყის დაცვის მიზნებია: ა) ტყეში ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება და გაუმჯობესება; ბ) ტყის ნიადაგის ეროზიის, დაჭაობების, ღვარცოფის, ზვავისა და სხვა ისეთი პროცესის თავიდან აცილება, რომელიც ნიადაგის მდგომარეობას აუარესებს; გ) ხელუხლებელი ტყის თვითმყოფადობის შენარჩუნება; დ) მცენარეთა რელიქტური, ენდემური და სხვა იშვიათი სახეობების დაცვა. 2. საქართველოს ტყე დაცული უნდა იყოს: ა) ხანძრისგან; ბ) ტყის მავნებელ-დაავადებებისგან; გ) ტყითსარგებლობისა და სხვა ღონისძიებებით დადგენილი წესების დარღვევისგან; დ) უკანონო ჭრისგან; ე) სანიტარიული მდგომარეობის გაუარესებისგან; ე-1) ტყის ნიადაგის დაზიანებისგან; ვ) სხვა უარყოფითი ანთროპოგენური ზემოქმედებისგან. |