Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ article 42 პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის. 1. პირს, რომელიც არ შეასრულებს ამ კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ვალდებულებას ან არ დაიცავს სხვა სახელმწიფოსათვის ან საერთაშორისო ორგანიზაციისათვის სახელმწიფო საიდუმლოების გადაცემისათვის დადგენილ შეზღუდვას, დაეკისრება კანონით განსაზღვრული პასუხისმგებლობა. 2. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ პირს, რომელიც: ა) დაასაიდუმლოებს ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას; ბ) უსაფუძვლოდ დაასაიდუმლოებს ინფორმაციას; გ) საიდუმლოობის გრიფს აღნიშნავს ინფორმაციის შემცველზე, რომელიც არ არის ან აღარ არის სახელმწიფო საიდუმლოება; დ) დაარღვევს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გაცემის ამ კანონის მე-19 და მე-20 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს; ე) არ გააკონტროლებს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას. 3. თუ პირმა გაამჟღავნა სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ისეთი ინფორმაცია, რომელიც, ამ კანონის შესაბამისად, არ უნდა მიჰკუთვნებოდა სახელმწიფო საიდუმლოებას, მისი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ამ ინფორმაციის საიდუმლოობის კანონიერების დადგენის შემდეგ. თუ აღნიშნული ინფორმაციის საიდუმლოობა უკანონოდ იქნა მიჩნეული, პირს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. |
სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ article 42 4. სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნება იმ პირის მიერ, რომელმაც არ იცოდა და არც უნდა სცოდნოდა, რომ ეს სახელმწიფო საიდუმლოება იყო, დანაშაულად არ ითვლება. 5. პრესაში ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებაში, აგრეთვე ინტერნეტსივრცეში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ისეთი ინფორმაციის გამოქვეყნება, რომლის გახმაურებასაც მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვისათვის ან რომელიც უკვე გამოქვეყნებული იყო, დანაშაულად არ ითვლება. 6. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის გამჟღავნებისათვის პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 7. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებისთვის პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3954 – ვებგვერდი, 25.12.2023წ. |