Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ article 20 ბინადრობის მოწმობა. 1. უცხოელზე, რომელმაც მიიღო საქართველოში ბინადრობის ნებართვა, სააგენტო გასცემს შესაბამის ბინადრობის მოწმობას. 2. უცხოელი ვალდებულია საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღებიდან 1 თვის ვადაში აიღოს ბინადრობის მოწმობა. 3. საქართველოში ბინადრობის მოწმობის აღების ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან: ა) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების თანამშრომლები, საკონსულო დაწესებულებათა თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები, აგრეთვე სხვა პირები, რომლებიც, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად, სათანადო პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით სარგებლობენ; ბ) დიპლომატიური და სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების მფლობელი უცხოელები; გ) ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ამ კანონის მე-4 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში; დ) უცხოელები საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 4. უცხოელი, რომელიც დაკავებულია ან სასჯელს იხდის თავისუფლების აღკვეთის სახით, თავისუფლების აღკვეთის პერიოდში თავისუფლდება საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ვალდებულებისაგან. |