Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ article 6 მეზღვაურთა სერტიფიცირება. 1. კომპეტენციის სერტიფიკატს გასცემს მხოლოდ სააგენტო სერტიფიკატის გაცემისათვის საჭირო დოკუმენტური დასაბუთების ნამდვილობის დამოწმებისა და მისი მოქმედების ვადის დამტკიცების შემდეგ. 2. პირი უფლებამოსილია მიიღოს კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონითა და კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 3. მეზღვაურს, რომელიც ასრულებს STCW-ის კოდექსის A-II/1, A-II/2, A-II/3, A-II/4, A-II/5, A-III/1, A-III/2, A-III/3, A-III/4, A-III/5, A-III/6, A-III/7 ან A-IV/2 ნაწილით განსაზღვრულ ან სხვა ფუნქციას, უნდა ჰქონდეს კომპეტენციის/კვალიფიკაციის სერტიფიკატი. 4. სააგენტოს მიერ ყველა სახის სერტიფიკატის გაცემა და დადასტურება ხორციელდება ქართულ და ინგლისურ ენებზე. |