FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  166

საბოლოო მომხმარებლის მიერ მიმწოდებლის არჩევა.
2. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია ბაზრის გახსნის ან/და შესაბამისი ბაზრის მოდელის კონცეფციის სათანადო ეტაპის განსახორციელებლად ეტაპობრივად განსაზღვროს ის სავალდებულო კრიტერიუმები და ვადები, რომელთა დაკმაყოფილების/რომლებთან შესაბამისობის შემთხვევაშიც საბოლოო მომხმარებელი მიმწოდებელს სავალდებულო წესით აირჩევს.
3. განაწილების ლიცენზიის მფლობელის მომხმარებლად (აბონენტად) რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელსაც განაწილების სისტემის ოპერატორის განცალკევების დასრულებისას არ ექნება მიმწოდებელთან ამ კანონით დადგენილი წესით დადებული ხელშეკრულება, ელექტროენერგიის მიწოდების მომსახურებას კომისიის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით მიიღებს უნივერსალური მიმწოდებლისგან ან ამ კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული, საჯარო მომსახურების ვალდებულების შემსრულებელი სხვა  ენერგეტიკული საწარმოსგან, ხოლო   ბუნებრივი გაზის მიწოდების მომსახურებას − შესაბამისი საჯარო მომსახურების მიმწოდებლისგან. ამასთანავე, ეს არ ზღუდავს აღნიშნული მომხმარებლის უფლებას, სურვილის შემთხვევაში შემდგომ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აირჩიოს მისთვის მისაღები მიმწოდებელი.