Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
პროკურატურის შესახებ article 4 პროკურატურის ამოცანები. 1. პროკურატურა კანონით დადგენილი წესით: ა) ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას; ბ) სისხლისსამართლებრივი დევნის უზრუნველსაყოფად ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას; გ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით ატარებს გამოძიებას; დ) ზედამხედველობს ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობის იმ ნაწილს, რომელიც „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით ექცევა საპროკურორო უფლებამოსილების ფარგლებში; ე) რეაგირებას ახდენს თავისუფლებააღკვეთილ და თავისუფლებაშეზღუდულ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე და ასრულებს საპროცესო მოვალეობებს იმ დაწესებულებებში, რომლებიც სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებით ღონისძიებებს აღასრულებენ; ვ) სასამართლოში მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას; |
პროკურატურის შესახებ article 4 ზ) სახელმწიფოს სახელით, როგორც მოსარჩელე, მონაწილეობს რეკეტირის, თანამდებობის პირის, „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 3311 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებულის, მათი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეებში; თ) ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას; ი) კოორდინაციას უწევს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას და დანაშაულის პრევენციას. 2. აკრძალულია პროკურატურისათვის ისეთი მოვალეობის დაკისრება, რომელიც გათვალისწინებული არ არის საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით. |