FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

article  17

ბიოსაწვავისა და ბიოსითხეების მდგრადობის კრიტერიუმები.
1. ბიოსაწვავისა და ბიოსითხეებისგან მიღებული ენერგია, მიუხედავად იმისა, ნედლეულის კულტივაცია საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელდა თუ მისი ფარგლების გარეთ, ამ პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მიზნებისთვის გათვალისწინებული უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილებულია ბიოსაწვავისა და ბიოსითხეებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კრიტერიუმები:
    ა) ეროვნულ საერთო სამიზნე მაჩვენებლებთან დაკავშირებით ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის განსაზღვრა;
    ბ) განახლებად ენერგიასთან დაკავშირებულ ვალდებულებასთან შესაბამისობის განსაზღვრა;
    გ) ბიოსაწვავისა და ბიოსითხეების მოხმარებისთვის ფინანსური მხარდაჭერის მიღების უფლებამოსილება.
2. ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე, სასოფლო-სამეურნეო, აკვაკულტურის, მეთევზეობისა და სატყეო ნარჩენების გარდა, სხვა ნარჩენებისგან წარმოებული ბიოსაწვავი და ბიოსითხეები ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნებისთვის გასათვალისწინებლად უნდა აკმაყოფილებდეს მხოლოდ ბიოსაწვავისა და ბიოსითხეებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმებს.