Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ article 3 ერუშეთის დაცული ტერიტორიების კატეგორიები. 1. ერუშეთის დაცული ტერიტორიების ფუნქციურ-გეგმარებითი ორგანიზება ხორციელდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. ერუშეთის დაცული ტერიტორიების კატეგორიებია: ა) ერუშეთის ეროვნული პარკი, რომელიც საქართველოს დაცული ტერიტორიების ნაწილია და იქმნება ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის, დიდი გარემოსდაცვითი და ესთეტიკური ღირებულების მქონე ბუნებრივი ტერიტორიების, აგრეთვე ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს ჰარმონიული ურთიერთობის შედეგად ჩამოყალიბებული სასიცოცხლო გარემოს შენარჩუნებისათვის, რეკრეაციისათვის, ტურისტული საქმიანობისათვის, ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისათვის, ეკოდერეფნების განვითარებისა და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისათვის; ბ) ერუშეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია (დამხმარე ზონა), რომელიც იქმნება მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის კატეგორიის გამოყენებით, ბუნების დაცვისა და მდგრადი განვითარებისათვის დაბალანსებული საქმიანობის ხელშეწყობისა და ადგილობრივი ფინანსური სახსრების გენერირების ღონისძიებების განსახორციელებლად. |
ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ article 3 2. ამ კანონით დადგენილი კატეგორიების დაცული ტერიტორიების ზონები და აღნიშნულ ზონებში დაშვებული საქმიანობები განისაზღვრება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამ დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმებით. |