FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ

article  21

. შემოქმედებითი კავშირის გამგეობა. 1 . შემოქმედებითი კავშირის გამგეობა არის მართვის უმაღლესი ორგანო ყრილობებს (საერთო კრებებს ) შორის პერიოდში , რომელიც წარმართავს კავშირის საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობის , წესდებისა და ყრილობის (საერთო კრების ) გადაწყვეტილებათა საფუძველზე . გამგეობას ირჩევს ყრილობა (საერთო კრება ) 5 წლის ვადით , თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული . გამგეობის უფლებამოსილება გრძელდება ამ ვადის გასვლის შემდეგაც , ახალი გამგეობის არჩევამდე . 2 . გამგეობა :
    ა ) წარმართავს შემოქმედებითი კავშირის საქმიანობას ;
    ბ ) ამტკიცებს შემოქმედებითი კავშირის წლიურ ანგარიშს , ადგენს სამუშაო გეგმებსა და აწარმოებს ხარჯთაღრიცხვას ;
    გ ) ამზადებს ყრილობისათვის (საერთო კრებისათვის ) მასალებს , იწვევს ყრილობას (საერთო კრებას ) და ორგანიზაციას უწევს მის ჩატარებას ;
    დ ) ახორციელებს ამ კანონითა და წესდებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს .
შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ

article  21

3 . გამგეობა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება , თუ სხდომას ესწრება გამგეობის წევრთა ნახევარი მაინც . გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით . გამგეობის წევრს , რომელიც არ ესწრება სხდომას , უფლება აქვს წერილობით მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობა . 4 . შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე გამგეობის საქმიანობაში აღმოჩენილი მნიშვნელოვანი დარღვევებისას ერთპიროვნულად ან სარევიზიო კომისიის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე იწვევს კავშირის რიგგარეშე ყრილობას (საერთო კრებას ), რომელზედაც შეიძლება განხილულ იქნეს გამგეობის ვადამდე გადარჩევის საკითხი . საკითხის განხილვა წესდებით შეიძლება დაკავშირებული იყოს მხოლოდ მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობასთან .