Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ article 34 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე თევზსაჭერი გემის უფროსი მექანიკოსი და მეორე მექანიკოსი. თევზსაჭერი გემის მეორე მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად ყველა კანდიდატი ვალდებულია, ამ კანონის მე-11 მუხლში აღნიშნული ზოგადი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, ჰქონდეს 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე სამანქანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და ჩააბაროს გამოცდები საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. 2. სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის არა უმეტეს 6-თვიანი პერიოდი ჩაანაცვლოს სპეციალური საზღვაო-სასწავლო პროგრამით, რომლის ხანგრძლივობა სავალდებულო ნაოსნობის სტაჟის თანაბარია. 3. თევზსაჭერი გემის უფროსი მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად ყველა კანდიდატი ვალდებულია, ამ კანონის მე-11 მუხლში აღნიშნული ზოგადი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, ჰქონდეს სამანქანე განყოფილებაში მეორე მექანიკოსის რანგით მუშაობის არანაკლებ 24 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, რომლიდანაც 12 თვე უნდა იყოს 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე მუშაობის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი. კანდიდატს ასევე უნდა ჰქონდეს ხანძართან ბრძოლის პრაქტიკული კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი. |
მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ article 34 4. სააგენტო უფლებამოსილია შეცვალოს საგამოცდო პროგრამა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული თევზსაჭერი გემის მექანიკოსებისათვის. ასეთი საგამოცდო პროგრამა უნდა ითვალისწინებდეს თევზსაჭერი გემის მთავარი ამძრავი მექანიზმის სიმძლავრისა და საერთო უსაფრთხოების წესებს. |