FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ

article  15

დაფინანსება.
1. ამ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრული ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიისა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის განხორციელებისა და მონიტორინგის, აგრეთვე კოორდინატორის ყოველწლიური სამოქმედო გეგმის განხორციელების უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებები შეიძლება დაფინანსდეს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
2. ამ კანონის მე-5−მე-7 მუხლებით განსაზღვრული სივრცითი მონაცემების ნაკრებების, მეტამონაცემებისა და მათთან დაკავშირებული ქსელური სერვისების წარმოების, შენახვის, სტანდარტიზაციის, განახლებისა და ეროვნულ გეოპორტალზე გამოქვეყნებული სივრცითი მონაცემების რესურსებთან წვდომასა და მათ გამოყენებასთან დაკავშირებული ხარჯები სუბიექტებს ეკისრებათ.