FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ

article  3

საარსებო მინიმუმის დანიშნულება.
1. საარსებო მინიმუმი არის სოციალური ორიენტირი, რომელიც გამოიყენება:
    ა) მოსახლეობის ცხოვრების დონის ცვლილებათა ასახვისათვის;
    ბ) მოსახლეობის ნაკლებადუზრუნველყოფილი ნაწილის განსაზღვრისა და მიზნობრივი სოციალური პოლიტიკის გატარებისათვის;
    გ) ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური გასაცემლების მინიმალური ოდენობის განსაზღვრისათვის;
    დ) სოციალური პროგრამების, ეროვნული მეურნეობის განვითარების ისეთი მოდელის შესამუშავებლად, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა მოხმარების ნორმების ეტაპობრივ მიახლოებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ნორმებთან.
2. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) გაიანგარიშებს საარსებო მინიმუმის ღირებულებას, რომლის საფუძველზედაც დგინდება თანაფარდობა საარსებო მინიმუმსა და მინიმალურ შემოსავალს შორის.
3. სამომხმარებლო ფასების ინდექსის მიხედვით სამომხმარებლო ფასების ზრდის შედეგად საარსებო მინიმუმსა და მინიმალურ შემოსავალს შორის თანაფარდობის გაუარესებისას გადაისინჯება მინიმალური შემოსავლის ოდენობა საარსებო მინიმუმთან დადგენილი თანაფარდობის აღსადგენად.
4. აღნიშნულის საფუძველზე მინიმალური შემოსავლის ოდენობის გადასინჯვა ხდება ბოლო კორექტირებიდან სამი თვის შემდეგ.
საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ

article  3

5. სამომხმარებლო ფასების და ინფლაციის სტაბილიზაციის პირობებში მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესების შესაბამისად მოხდება შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობის ეტაპობრივი მიახლოება საარსებო მინიმუმთან.