Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ article 1 კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება. 1. ბაზელის კონვენცია – 1989 წლის 22 მარტის ბაზელის კონვენცია „სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვასა და მათ განთავსებაზე კონტროლის შესახებ“. 2. ნარჩენი – ნარჩენების მართვის კოდექსით განსაზღვრული ნარჩენი. 3. ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვა – ნარჩენების იმპორტი, ექსპორტი ან ტრანზიტი. 4. ნარჩენების იმპორტი – ნარჩენების შეტანა შესაბამისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, გარდა ტრანზიტით გადაადგილებისა. 5. ნარჩენების ექსპორტი – ნარჩენების გატანა შესაბამისი სახელმწიფოს ტერიტორიიდან, გარდა ტრანზიტით გადაადგილებისა. 6. ნარჩენების ტრანზიტი – ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვა ერთი ან ერთზე მეტი სახელმწიფოს (იმპორტის და ექსპორტის სახელმწიფოების გარდა) ტერიტორიის გავლით. 7. განთავსება – ბაზელის კონვენციის IV „A“ დანართით გათვალისწინებული ოპერაციები. 8. აღდგენა – ბაზელის კონვენციის IV „B“ დანართით გათვალისწინებული ოპერაციები. 9. შუალედური აღდგენა – ბაზელის კონვენციის IV „B“ დანართით გათვალისწინებული R12 და R13 ოპერაციები. 10. სამინისტრო – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. 11. ნარჩენების ნუსხა – „სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ნარჩენების ნუსხა. |