Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
საჯარო შესყიდვების შესახებ article 54 შესყიდვის პირობების გაცნობისა და განაცხადის/წინადადების წარდგენის ვადები. 1. ღია პროცედურასა და კონკურსში შესყიდვის პირობების გაცნობისა და წინადადების წარდგენისთვის განისაზღვრება შემდეგი ვადები: ა) როდესაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება ევროკავშირის სამართლებრივი აქტებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, შესყიდვის პირობების გასაცნობად დგინდება არანაკლებ 25 დღე, ხოლო წინადადების წარსადგენად – მომდევნო 5 დღე; ბ) როდესაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ევროკავშირის სამართლებრივი აქტებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე ნაკლებია: ბ.ა) შესყიდვის პირობების გასაცნობად დგინდება არანაკლებ 5 დღე, ხოლო წინადადების წარსადგენად – მომდევნო 2 დღე, თუ საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება 150 000 ლარზე ნაკლებია; ბ.ბ) შესყიდვის პირობების გასაცნობად დგინდება არანაკლებ 7 დღე, ხოლო წინადადების წარსადგენად – მომდევნო 3 დღე, თუ საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 150 000 ლარს; ბ.გ) შესყიდვის პირობების გასაცნობად დგინდება არანაკლებ 7 დღე, ხოლო წინადადების წარსადგენად – მომდევნო 3 დღე, თუ სამუშაოს სავარაუდო ღირებულება 300 000 ლარზე ნაკლებია; ბ.დ) შესყიდვის პირობების გასაცნობად დგინდება არანაკლებ 15 დღე, ხოლო წინადადების წარსადგენად – მომდევნო 5 დღე, თუ სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 300 000 ლარს. |
საჯარო შესყიდვების შესახებ article 54 2. შეზღუდულ პროცედურაში, წინასწარი გამოქვეყნებით მოლაპარაკების პროცედურაში, კონკურენტულ დიალოგსა და ინოვაციურ პარტნიორობაში შესყიდვის შესახებ განცხადებისა და შესყიდვის დოკუმენტაციის გაცნობისა და განაცხადების წარდგენის ვადები დგინდება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. შეზღუდულ პროცედურასა და წინასწარი გამოქვეყნებით მოლაპარაკების პროცედურაში წინადადებების წარსადგენად მოწვევის გაცნობისა და წინადადებების წარდგენის ვადები დგინდება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. კონკურენტულ დიალოგსა და ინოვაციურ პარტნიორობაში წინადადებების წარსადგენად/დიალოგში მონაწილეობის მისაღებად მოწვევის გაცნობისა და წინადადებების წარდგენის ვადები, აგრეთვე წინასწარი გამოქვეყნებით მოლაპარაკების პროცედურაში მოლაპარაკებაში მონაწილეობის მისაღებად მოწვევის გაცნობის ვადები დგინდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. დინამიკური შესყიდვის სისტემაში წინადადებების წარსადგენად მოწვევის გაცნობისა და წინადადებების წარდგენის საერთო ვადა არ უნდა იყოს 10 დღეზე ნაკლები – თუ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება ევროკავშირის სამართლებრივი აქტებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, ხოლო 5 დღეზე ნაკლები – თუ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ევროკავშირის სამართლებრივი აქტებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე ნაკლებია. |
საჯარო შესყიდვების შესახებ article 54 3. თუ შემსყიდველმა ორგანიზაციამ შესყიდვის გამოცხადებამდე არაუადრეს 12 თვისა და არაუგვიანეს 35 დღისა, დადგენილი წესით გამოაქვეყნა წინასწარი საინფორმაციო შეტყობინება, რომელიც, თავის მხრივ, არ იყო გამიზნული წინადადებების წარსადგენად მოწვევისთვის, შესყიდვის პირობების გაცნობის ვადა, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ.დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სათანადო მონეტარული ზღვრების გათვალისწინებით, უნდა ყოფილიყო არანაკლებ 25 ან 15 დღე, ღია პროცედურის შემთხვევაში შესაძლებელია იყოს არანაკლებ 10 დღე, ხოლო შეზღუდული პროცედურის შემთხვევაში − არანაკლებ 5 დღე. განაცხადის/წინადადების წარდგენის ვადები არ იცვლება. 4. თუ შემსყიდველი ორგანიზაციის დასაბუთებული გადაწყვეტილებით დგინდება, რომ არსებობს საგანგებო სიტუაცია, თუმცა ის არ არის იმ მოცულობის/მასშტაბის, რომ შემსყიდველმა ორგანიზაციამ, ამ კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად, წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურა გამოიყენოს, ღია პროცედურასა და კონკურსში შესყიდვის პირობების გაცნობისა და წინადადების წარდგენისთვის განისაზღვრება შემდეგი ვადები: |
საჯარო შესყიდვების შესახებ article 54 ა) როდესაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება ევროკავშირის სამართლებრივი აქტებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, შესყიდვის პირობების გასაცნობად დგინდება არანაკლებ 10 დღე, ხოლო წინადადების წარსადგენად – არანაკლებ მომდევნო 5 დღე; ბ) როდესაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ევროკავშირის სამართლებრივი აქტებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე ნაკლებია: ბ.ა) შესყიდვის პირობების გასაცნობად დგინდება არანაკლებ 5 დღე, ხოლო წინადადების წარსადგენად – მომდევნო 2 დღე, თუ საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 150 000 ლარს; ბ.ბ) შესყიდვის პირობების გასაცნობად დგინდება არანაკლებ 7 დღე, ხოლო წინადადების წარსადგენად – მომდევნო 3 დღე, თუ სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 300 000 ლარს. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეზღუდულ პროცედურაში შესყიდვის შესახებ განცხადებისა და შესყიდვის დოკუმენტაციის გაცნობისა და განაცხადების წარდგენის ვადები, აგრეთვე წინადადებების წარსადგენად მოწვევის გაცნობისა და წინადადებების წარდგენის ვადები დგინდება იმავე პუნქტის შესაბამისად. |
საჯარო შესყიდვების შესახებ article 54 6. თუ შემსყიდველმა ორგანიზაციამ შესყიდვის პირობების გაცნობისთვის ამ მუხლით დადგენილ მინიმალურ ვადაზე მეტი ვადა განსაზღვრა, დაუშვებელია საჯარო შესყიდვის გამოცხადების შემდეგ მისი შემცირება. 7. განაცხადის/წინადადების წარდგენის ვადის დადგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ამ კანონის მე-19 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა ადეკვატური ვადის დადგენის შესახებ. 8. ამ მუხლით განსაზღვრული ვადის ათვლა იწყება ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნების მომდევნო დღიდან. |