FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საზღვაო კოდექსი

article  47

1. გემის კაპიტნის, ოფიცრისა და რიგითის თანამდებობებზე სამუშაოდ დაიშვებიან სათანადო წოდების მქონე საზღვაო საქმის სპეციალისტები „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის (ცვლილებათა გათვალისწინებით) შესაბამისად. თევზსაჭერ გემზე შკიპერის, ოფიცრისა და რიგითის თანამდებობებზე სამუშაოდ დაიშვებიან სათანადო წოდების მქონე საზღვაო საქმის სპეციალისტები „მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. პირს წოდება ენიჭება სააგენტოში სათანადო გამოცდების ჩაბარების შემდეგ, რაც დასტურდება შესაბამისი კომპეტენციის სერტიფიკატით და კვალიფიკაციის სერტიფიკატით.
3. პირს წოდება ჩამოერთმევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი სამგზავრო გემის კაპიტნის თანამდებობის დაკავების უფლება აქვს კაპიტნის წოდების მქონე პირს, რომელსაც აქვს სათანადო კომპეტენცია „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის (ცვლილებათა გათვალისწინებით) შესაბამისად.