Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
დიზაინის შესახებ article 26 დიზაინზე განსაკუთრებულ უფლებათა ფარგლები. 1. დიზაინის მფლობელი თავისი შეხედულებისამებრ განკარგავს დიზაინს. მას უფლება აქვს, გაყიდოს ან სხვა გზით გაასხვისოს დიზაინი, დადგენილი წესით გასცეს კერძო ლიცენზია დიზაინის გამოყენებაზე. 2. დიზაინის რეგისტრაცია მის მფლობელს ანიჭებს განსაკუთრებულ უფლებას, ნება დართოს ან აკრძალოს იმ პროდუქტის, რომელშიც ჩართულია დიზაინი ან რომლისთვისაც ის გამოიყენება, დამზადება, გაყიდვა, გასაყიდად შეთავაზება, გამოყენება, იმპორტი, ექსპორტი ან სამოქალაქო ბრუნვაში სხვაგვარი ჩართვა და ასეთი პროდუქტის შენახვა ამ მიზნებისათვის. 3. თუ დიზაინის მფლობელი რამდენიმე პირია: ა) უფლების გადაცემა ან კერძო ლიცენზიის გაცემა ნებადართულია მხოლოდ ყველა მფლობელის თანხმობით; ბ) თითოეულ მფლობელს უფლება აქვს, რეგისტრირებული დიზაინი სხვა მფლობელთა თანხმობის გარეშე გამოიყენოს საკუთარ წარმოებაში. 4. განაცხადის გამოქვეყნების დღიდან მის რეგისტრაციამდე განმცხადებელს პირობითად ენიჭება იგივე უფლებები, რომლებიც მას მიენიჭება რეგისტრაციის შემდეგ. თუ რეგისტრაცია არ განხორციელდება, აღნიშნული უფლებები წარმოშობილად არ მიიჩნევა. 5. დიზაინის რეგისტრაციიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დარღვევად არ მიიჩნევა: |
დიზაინის შესახებ article 26 ა) დიზაინის მფლობელის მიერ ან მისი ნებართვით დამზადებული პროდუქტის, რომელშიც ჩართულია დიზაინი ან რომლისთვისაც ის გამოიყენება, სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვის შემდეგ გავრცელება ან სხვაგვარად გამოყენება; ბ) დიზაინის პირადი სარგებლობისათვის გამოყენება, თუ ეს ქმედება არ ისახავს სამეწარმეო მიზნებს; გ) დიზაინის ექსპერიმენტული მიზნებისათვის გამოყენება; დ) დიზაინის ასლის გადაღება, რომელიც სრულდება ციტირების ან სწავლების მიზნით, თუ ამგვარი გადაღება არ ითვლება არაკეთილსინდისიერ ქმედებად და ზიანს არ აყენებს დიზაინის ჩვეულებრივ გამოყენებას და მიეთითება წყარო; ე) დიზაინის რომელიმე ქვეყნის საზღვაო ხომალდზე, საჰაერო ან სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებაზე გამოყენება მისი საქართველოს ტერიტორიაზე დროებით ყოფნის დროს. ასეთ შემთხვევაში დიზაინი უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ ამგვარ სატრანსპორტო საშუალებაზე და არა მეწარმეობისათვის; ვ) დიზაინის გამოყენება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) შემთხვევაში. |