Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ article 53 სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევასთან დაკავშირებული, უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების პროცედურა. 1. სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევასთან დაკავშირებული, უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს აღნიშნული სასჯელის გამოყენებას იმავე სახის დანაშაულისათვის. 2. ყველა საჭირო გარემოების მხედველობაში მიღების შემდეგ უფლებამოსილი რაიონული (საქალაქო) სასამართლო წყვეტს, აღასრულოს თუ არა ამ მუხლით გათვალისწინებული განაჩენი საქართველოს ტერიტორიაზე. 3. თუ შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლით გათვალისწინებული განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების შესახებ, მსჯავრდებულს დაენიშნება სასჯელი იმ ვადის ფარგლებში, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით; იგი არ უნდა აღემატებოდეს უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით დადგენილ სასჯელის ვადას. |