FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  152

თანამდებობის პირის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოცხადება.
1. პარლამენტი კომიტეტის ან ფრაქციის მოთხოვნის საფუძველზე, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით პლენარულ სხდომაზე იწვევს საქართველოს მთავრობის წევრს, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირს, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელს. თითოეული მათგანი ვალდებულია გამოცხადდეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ამ მუხლით დადგენილი წესით პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თანამდებობის პირის მოწვევის თაობაზე კომიტეტის ან ფრაქციის გადაწყვეტილება წარედგინება პარლამენტის ბიუროს, რომელსაც საკითხი შეაქვს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შესაბამისი კომიტეტის ან ფრაქციის წარმომადგენელს თანამდებობის პირის მოწვევის მოთხოვნის დასაბუთებისთვის ეძლევა დრო არაუმეტეს 10 წუთისა, რის შემდეგაც საკითხს კენჭი ეყრება. პარლამენტის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ეგზავნება ადრესატს.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  152

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი პარლამენტის წინაშე წარდგება, როგორც წესი, ყოველი თვის პლენარული სხდომების ბოლო კვირის პარასკევს და ისაუბრებს იმ საკითხებზე, რომლებიც მას გადაეცა აღნიშნულ დრომდე არაუგვიანეს 10 დღისა.
3. თანამდებობის პირს ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით განსაზღვრულ საკითხთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისთვის ეძლევა 30 წუთი.
4. თანამდებობის პირის მოხსენების დასრულების შემდეგ, 30 წუთის განმავლობაში პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ, მოხსენების თაობაზე შეკითხვებით მიმართონ მას და მოისმინონ პასუხები. თითოეული შეკითხვის ავტორისთვის გამოყოფილი დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს 30 წამით, დაზუსტების უფლების გარეშე. პარლამენტის წევრს უფლება აქვს, შეკითხვის დასასმელად გამოვიდეს მხოლოდ ერთხელ. შეკითხვების დასრულების შემდეგ თანამდებობის პირი პარლამენტის წევრთა მიერ დასმულ შეკითხვებს ცალ-ცალკე უპასუხებს.
5. თანამდებობის პირის სიტყვით გამოსვლისა და კითხვა-პასუხის შემდეგ იმართება პოლიტიკური დებატები ამ რეგლამენტის 88-ე მუხლის მე-2−მე-6 პუნქტებით დადგენილი წესით. ამის შემდეგ თანამდებობის პირს ეძლევა 15 წუთი დასკვნითი გამოსვლისთვის.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  152

6. თანამდებობის პირის მოსმენის შემდეგ პარლამენტმა შეიძლება მიიღოს დადგენილება. მისი პროექტი პარლამენტს წარედგინება და განიხილება და დადგენილება მიიღება ამ რეგლამენტის 127-ე მუხლით განსაზღვრული წესით.