FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  1583

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეკლამის დაკვეთისათვის, წარმოებისა და გავრცელებისათვის დადგენილი წესების დარღვევა და აბრის დაკვეთისა და განთავსებისათვის დადგენილი წესების დარღვევა.
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეკლამის დაკვეთისათვის, წარმოებისა და გავრცელებისათვის დადგენილი წესების დარღვევა – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას − 3 000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც 1 წლის განმავლობაში ასეთი ქმედებისათვის შეფარდებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას − 7 000 ლარის ოდენობით.
3. აბრის დაკვეთისა და განთავსებისათვის დადგენილი წესების დარღვევა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც 1 წლის განმავლობაში ასეთი ქმედებისათვის შეფარდებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას − 6 000 ლარის ოდენობით.