Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ article 19 სამსახურის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის წესი. სამსახურის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველია: ა) განსაზღვრული ასაკის მიღწევა ან წელთა ნამსახურობა სამსახურში სამსახურის გავლის წესის მიხედვით; ბ) სამედიცინო ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, დასახიჩრების ან ქრონიკული დაავადების თაობაზე, რომლის გამოც მას აღარ შეუძლია სამსახურის გაგრძელება; გ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლა; დ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა; ე) დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობა, რაც გულისხმობს პირის სამსახურიდან განთავისუფლებას: ე.ა) ატესტაციის შედეგების საფუძველზე; ე.ბ) იმ დოკუმენტის არქონისას, რომელიც აუცილებელია მოცემული თანამდებობის დასაკავებლად; ე.გ) ჯანმრთელობის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობის გამო; ე.დ) გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებლად გავლის გამო; ე.ე) არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების გამო; ვ) სამსახურებრივი დისციპლინის უხეში ან სისტემატური დარღვევა; ზ) შტატების შემცირება; თ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევა ან დანიშვნა; ი) პირადი განცხადება; კ) დანაშაულის ჩადენა, თუ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი; ლ) სამსახურებრივი შეუთავსებლობა, თუ იგი არ აღმოიფხვრა შეუთავსებლობის გამოვლენიდან 10 დღის ვადაში; |
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ article 19 მ) ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ან/და ტოქსიკური ნივთიერებების მოხმარება; ნ) სხვა დაწესებულებაში გადასვლა; ო) სამსახურის, მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს რეორგანიზაცია ან/და ლიკვიდაცია; პ) გარდაცვალება; ჟ) მოქალაქეობის შეცვლა; რ) მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება; ს) მისი მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3357 – ვებგვერდი , 31.03.2015წ. |