FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  14

პარლამენტის წევრის სპეციალური შრომითი გარანტიები.
1. პარლამენტის წევრი წელიწადში სარგებლობს 30 კალენდარული დღის ოდენობის შვებულებით, რომელიც, სურვილისამებრ, მიეცემა პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში.
2. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პარლამენტის წევრს გამოეყოფა სამსახურებრივი ავტომობილი (საჭიროების შემთხვევაში − ადაპტირებული ან სპეციალური) და ენიშნება თანმხლები პირი.
3. პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს შეიძლება ჰყავდეს 1-ზე მეტი თანაშემწე, ხოლო კომიტეტის თავმჯდომარეს, სხვა პარლამენტის წევრს (გარდა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილისა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერისა, ამ რეგლამენტის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარისა, ფრაქციის თავმჯდომარისა და ოლქის დელეგატისა) − 1 თანაშემწე.
4. პარლამენტის წევრი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე სარგებლობს დიპლომატიური პასპორტით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 24 ივნისის რეგლამენტი №712 – ვებგვერდი, 25.06.2025წ.