Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ article 30 დარღვევები და სანქციები. 1. ამ კანონის მოთხოვნის, საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტის მოთხოვნის ან წერილობითი მითითების, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, საკრედიტო კავშირის ან მისი მმართველი ორგანოს წევრის მიმართ გამოიყენოს შემდეგი სანქციები: ა) გაუგზავნოს წერილობითი გაფრთხილება; ბ) გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება), რომ საკრედიტო კავშირმა შეაჩეროს ან შეწყვიტოს შესაბამისი საქმიანობა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში მიიღოს ზომები დარღვევის აღმოსაფხვრელად; გ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით დააჯარიმოს საკრედიტო კავშირი; დ) საკრედიტო კავშირის აღმასრულებელ დირექტორს ან გამგეობის წევრს გადაახდევინოს ფულადი ჯარიმა, თუ მისმა ქმედებამ ფინანსური ზარალი მიაყენა საკრედიტო კავშირს; ე) საკრედიტო კავშირის აღმასრულებელ დირექტორს, აგრეთვე ბუღალტერს (არსებობის შემთხვევაში) შეუჩეროს ხელმოწერის უფლება; |
არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ article 30 ვ) საკრედიტო კავშირის სამეთვალყურეო საბჭოს მოსთხოვოს საკრედიტო კავშირის რიგგარეშე საერთო კრების მოწვევა დარღვევის განსახილველად, მისი აღმოფხვრისათვის საჭირო ღონისძიების განსახორციელებლად ან საკრედიტო კავშირის ხელმძღვანელ ორგანოთა შემადგენლობის განსაახლებლად; ზ) შეუჩეროს ან შეუზღუდოს აქტივების ზრდა, მოგების განაწილება, დივიდენდების გაცემა, ხელფასების გაზრდა და ანაბრების მოზიდვა, პრემიებისა და სხვა ჯილდოების გაცემა; თ) განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც საფრთხე ემუქრება საკრედიტო კავშირის მეანაბრეთა ან სხვა კრედიტორთა ინტერესებს, შემოიღოს დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი; ი) საკრედიტო კავშირს გაუუქმოს ლიცენზია. 2. ამ მუხლის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. |