FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

article  416

ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის დაცვა.
1. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაცია დაცული უნდა იქნეს სულ მცირე იმ დონეზე, რომელიც განსაზღვრული აქვს თავად ევროკავშირის მხარეს.
2. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ მიზნით, რომლისთვისაც ის მოწოდებულია ევროკავშირის მხარის მიერ.
3. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის დასაცავად პერსონალის უსაფრთხოების, ფიზიკური უსაფრთხოების, ინფორმაციის უსაფრთხოების, საკომუნიკაციო და საინფორმაციო სისტემების უსაფრთხოების, საწარმოო უსაფრთხოების, საიდუმლო ინფორმაციის გამრავლების, თარგმნისა და განადგურების, გადაცემისა და გადატანის წესებს, საქართველოში ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ორგანოების ფუნქციებსა და საქმიანობის წესებს, აგრეთვე ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან დაკავშირებულ სხვა წესებს ადგენს საქართველოს მთავრობა.
4. საქართველოს ყველა ობიექტი, სადაც ხორციელდება ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციისადმი მოპყრობა და მისი შენახვა, საჭიროებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ უსაფრთხოების სათანადო სერტიფიცირების განხორციელებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანებით დადგენილი პროცედურების შესაბამისად.
სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

article  416

5. საქართველოს ყველა საკომუნიკაციო და საინფორმაციო სისტემა, სადაც ხორციელდება ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციისადმი მოპყრობა, საჭიროებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ აკრედიტაციის განხორციელებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანებით დადგენილი პროცედურების შესაბამისად.
6. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაცია ელექტრონული საშუალებებით უნდა გადაიცეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმებული კრიპტოგრაფიული საშუალებების გამოყენებით.
7. ელექტრონული საშუალებებით ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციისადმი მოპყრობა უნდა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ავთენტურობის, ხელმისაწვდომობის, კონფიდენციალურობის, მთლიანობისა და ნამდვილობის პრინციპების განუხრელი დაცვით.
8. ელექტრონული საშუალებები, რომლებიც ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციისადმი მოპყრობის მიზნებისთვის გამოიყენება, ექვემდებარება ტესტირებას როგორც აკრედიტაციის პროცესში, ისე აკრედიტაციის შემდეგ, გარკვეული პერიოდულობით, აგრეთვე განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც შეიძლება დაირღვეს ინფორმაციული უსაფრთხოების მოთხოვნები.
სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

article  416

9. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციისადმი მოპყრობის პროცესში გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ იმ რაოდენობის აპარატული აღჭურვილობა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალება, აგრეთვე ნებადართული უნდა იყოს მხოლოდ ისეთი ფუნქციების შესრულება, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციისადმი მოპყრობის სრული ციკლის შესასრულებლად.
10. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციისადმი მოპყრობის პროცესის მონაწილე უფლებამოსილ პირს, აგრეთვე შესაბამის მოწყობილობას უნდა ჰქონდეს იმ დონის ფუნქციური პრივილეგიები, რომელიც საჭიროა ამ პროცესში წარმოქმნილი კანონიერი ამოცანების შესასრულებლად. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3954 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.