Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ article 23 გარდაცვლილი პირისგან ორგანოს მოპოვების პირობა და მიზანი. 1. გარდაცვლილი პირისგან ორგანო შეიძლება მოპოვებულ იქნეს მხოლოდ სხვა ადამიანისთვის გადანერგვის მიზნით, პირის გარდაცვალების ფაქტის სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული წესით დადგენისა და გამოცხადების შემდეგ, ეთიკური სტანდარტების მოთხოვნების, სამეცნიერო მიღწევებისა და საყოველთაოდ აღიარებული სამედიცინო პრაქტიკის შესაბამისად. 2. გარდაცვლილი პირის ორგანოს მოპოვება (მიღება) არ შეიძლება, თუ არ არის შესრულებული დონორობაზე თანხმობასთან დაკავშირებით ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები. 3. ორგანოს პოტენციური დონორის გარდაცვალების შემდეგ დონაციის პროცესში ჩართულ სამედიცინო პერსონალს უნდა ჰქონდეს სათანადო კვალიფიკაცია და უნარ-ჩვევები დონაციის განხორციელებისას გარდაცვლილი დონორის (პაციენტის) და მისი ოჯახის პატივისცემის, დონორის (პაციენტის) ოჯახისა და დონაციის პროცესში ჩართული ყველა სხვა პირის საჭიროების გათვალისწინებისა და საუკეთესო პრაქტიკის სტანდარტების დაცვის მიზნით. |