FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

article  58

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ საქმის წარმოების ზოგადი დებულებები.
1. ამ კანონის 66-ე−87-ე მუხლებით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის (შემდგომ − ადმინისტრაციული სამართალდარღვევა) გამოვლენა და შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება ხდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ შემოწმების (ინსპექტირების) ან/და მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვის (შემდგომ − საქმის წარმოება) საფუძველზე. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს და სამართალდამრღვევს ადმინისტრაციულ სახდელს ადებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით დასაშვებია როგორც რამდენიმე საქმის წარმოების ერთ საქმედ გაერთიანება, ისე ერთი საქმის წარმოებიდან ცალკე წარმოებისთვის საქმის გამოყოფა.
3. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის უფლებამოსილება და საქმის წარმოების წესი განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტებით.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

article  58

4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და ამ კანონის ნორმების ურთიერთმიმართებისას უპირატესობა ენიჭება ამ კანონით განსაზღვრულ ნორმებს.