Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ნავთობისა და გაზის შესახებ article 23 საბადოს ერთობლივი ათვისება. 1. საბადოს ერთობლივი ათვისება გულისხმობს ორ ან მეტ ინვესტორს შორის მოპოვების სამუშაოების კოორდინაციას ერთი საბადოს ფარგლებში, რომლის საზღვრებიც ვრცელდება თითოეული ინვესტორის სარგებლობაში არსებულ ფართობზე. 2. საბადოს ერთობლივი ათვისების აუცილებლობის შემთხვევაში ინვესტორებმა შეიძლება დადონ ხელშეკრულება საბადოს ერთობლივი ათვისების შესახებ. საბადოს ერთობლივი ათვისების პროექტი (ტექნოლოგიური სქემა) შეთანხმებული უნდა იყოს სააგენტოსთან. 3. თუ ინვესტორები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას საბადოს ერთობლივი ათვისების შესახებ, საკითხს დამოუკიდებელი ექსპერტული დასკვნის საფუძველზე გადაწყვეტს სააგენტო. სააგენტოს გადაწყვეტილება შეიძლება დადგენილი წესით გასაჩივრდეს სასამართლოში. ექსპერტიზის ხარჯებს ნავთობისა და გაზის სავარაუდო მისაღები წილის პროპორციულად გაიღებენ ინვესტორები. |