FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 6

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

article  65

არჩევნების შედეგების შეჯამება უსკოში.
1. უსკო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული ოქმებისა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებების საფუძველზე, არჩევნების დღიდან არაუგვიანეს 26-ე დღისა, თავის სხდომაზე აჯამებს უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებს და ადგენს უმაღლესი საბჭოს არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს.
2. უსკო აჯამებს არჩევნების შედეგებს და ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს, რომელშიც აღინიშნება:
    ა) ამომრჩეველთა რაოდენობა;
    ბ) არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა;
    გ) ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;
    დ) საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემულ ხმათა რაოდენობები;
    ე) არჩეული პირის (პირების) ვინაობა;
    ვ) ამ კანონის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული მონაცემები.
3. არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს ხელს აწერენ უსკოს თავმჯდომარე და უსკოს მდივანი. ოქმის ერთი ეგზემპლარი ინახება უსკოში, თითო ეგზემპლარი გადაეცემათ უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ოქმის ასლები გადაეცემა ყველა დაინტერესებულ პირს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

article  65

4. უსკო საარჩევნო უბნებიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შემოსვლის პარალელურად უზრუნველყოფს ამ ოქმების მონაცემთა უსკოს ვებგვერდზე განთავსებას. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებს ეკრძალებათ არჩევნების წინასწარი შედეგების შესახებ განცხადების გაკეთება, თუ ეს შედეგები სათანადო წესით არ არის გამოქვეყნებული უსკოს ვებგვერდზე.
5. აკრძალულია უსკოს მიერ არჩევნების შედეგების შეჯამება საერთო სასამართლოებში არსებული შესაბამისი საარჩევნო დავების დასრულებამდე და ამ სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სრულად გათვალისწინების გარეშე.
6. განცხადების/საჩივრის ან/და უსკოს წევრის განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში უსკოს შეუძლია არჩევნების შედეგები საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე შეაჯამოს.
61. არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებისთანავე უსკო თავის ვებგვერდზე აქვეყნებს არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს და გადასცემს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, რომელიც მას 2 დღის ვადაში აქვეყნებს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

article  65

7​1. უმაღლესი საბჭოს წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს. არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა. 8. პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 21-ზე და იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 21-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანამიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები. 12. თუ 2 ან 2-ზე მეტი პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა თანაბარი აღმოჩნდა, მანდატი მიეკუთვნება იმ პარტიულ სიას, რომელმაც უსკოში უფრო ადრე გაიარა რეგისტრაცია.
13. პარტიული სიით არჩეულად ჩაითვლებიან უმაღლესი საბჭოს წევრობის ის კანდიდატები, რომელთა რიგითი ნომრებიც ამ სიაში ნაკლებია ან ტოლია სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობისა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

article  65

15. განცხადების/საჩივრის არსებობისას, რომელიც მოითხოვს კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობას ან გადამოწმებას, უსკომ განკარგულებით შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შესახებ. 17. განმეორებითი კენჭისყრა ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საარჩევნო უბნებში, სადაც კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 10 პროცენტზე მეტია. ასეთ შემთხვევაში განმეორებითი კენჭისყრა იმართება არჩევნების დღიდან არაუგვიანეს 2 კვირისა.
18. თუ არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდა, მაგრამ ვერცერთმა პარტიამ ვერ მიიღო სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარისი ხმების რაოდენობა, უსკოს განკარგულებით, არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 2 კვირის ვადაში ტარდება ხელახალი კენჭისყრა.
19. ხელახალ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ პარტიებს, რომლებმაც არჩევნებში მიიღეს ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 2 პროცენტისა. ხელახალ კენჭისყრაში მონაწილე პარტიების პარტიული სიები უცვლელი რჩება. ამ სიებში ცვლილების შეტანა შეიძლება მხოლოდ ამ კანონით დადგენილი საერთო წესით.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

article  65

20. არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებული უნდა იყოს: არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა და ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა; ყოველი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების ჯამური რაოდენობა; ყოველი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების პროცენტი და მიღებული მანდატების რაოდენობა; იმ საარჩევნო ოლქებისა და საარჩევნო უბნების ნომრები, რომლებშიც არჩევნები ბათილად იქნა ცნობილი, აგრეთვე მათში ამომრჩეველთა რაოდენობა და არჩევნების ბათილად ცნობის მიზეზები.
202. არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებული უნდა იყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა; იმ საარჩევნო ოლქებისა და უბნების ნომრები, რომლებშიც არჩევნები ბათილად იქნა ცნობილი და განმეორებითი კენჭისყრა არ გამართულა, აგრეთვე მათში ამომრჩეველთა რაოდენობა; იმ საარჩევნო ოლქების ნომრები, რომლებშიც ხელახალი არჩევნები დაინიშნა, და ხელახალი არჩევნების თარიღი; არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა, ყოველი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, მიღებული ხმების პროცენტი და მიღებული მანდატების რაოდენობა; წარმდგენ საარჩევნო სუბიექტთა მიხედვით დალაგებული არჩეულ უმაღლეს საბჭოს წევრთა სია, მათი პარტიული კუთვნილების მითითებით.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

article  65

21. არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენისთანავე უსკო ამ ოქმს აქვეყნებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე, აგრეთვე არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს გადასცემს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, რომელიც მას 2 დღის ვადაში აქვეყნებს.
23. უსკო ვალდებულია უზრუნველყოს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 71-ე მუხლის მე-14 ნაწილით განსაზღვრული ოქმის საჯაროობა, მათ შორის, მისი დაუყოვნებლივ უსკოს ვებგვერდზე განთავსებით; ამასთანავე, თუ საარჩევნო უბნის შედეგები გასაჩივრებულია სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უსკო ვალდებულია ოფიციალური შეტყობინებისთანავე გააკეთოს სათანადო აღნიშვნა ვებგვერდზე განთავსებულ შესაბამის ოქმზე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის 26 აგვისტოს კანონი №169 -უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 31.08.2016წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 24 ივლისის კანონი №124-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 30.07.2020წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 8 აგვისტოს კანონი №134 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 12.08.2020წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 18 მაისის კანონი №71-IIს - ვებგვერდი, 19.05.2023წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის 19 ივლისის კანონი №96-რს - ვებგვერდი, 19.07.2024წ.