FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

მეწარმეთა შესახებ

article  142

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიერ საკუთარ კაპიტალში წილის შეძენა.
1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიერ საკუთარ კაპიტალში წილის შეძენისას შესაბამის შემთხვევებში გამოიყენება ამ კანონის 145-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-7 პუნქტები. დასაშვებია საკუთარ კაპიტალში იმ წილის შეძენა, რომლის მისაღები შენატანი სრულად არის განხორციელებული.
2. დაუშვებელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიერ საკუთარ კაპიტალში იმ წილის სრულად შეძენა, რომელიც იძლევა შეუზღუდავ ხმის უფლებას ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ლიკვიდაციის პროცესის დასრულებისას მისი ქონების მიღების უფლებას.
3. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიერ საკუთარ კაპიტალში წილის შეძენის ან იმავე წილის აღნიშნული საზოგადოების შვილობილი საწარმოს მიერ შეძენის შემთხვევაში ეს წილი ხმების დათვლის, ამ საზოგადოების ქონების განაწილების, მისი დაშლის მოთხოვნის და წილის ფლობიდან გამომდინარე სხვა უფლებების განხორციელების მიზნებისთვის არ გაითვალისწინება.
4. თუ წესდება ითვალისწინებს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიერ საკუთარ კაპიტალში შეძენილი წილის გაუქმებას, ამ წილის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას პარტნიორები იღებენ. აღნიშნული წილის გაუქმება წესდებაში უნდა აისახოს.
მეწარმეთა შესახებ

article  142

5. ამ კანონის ან წესდების დარღვევით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიერ საკუთარ კაპიტალში შეძენილი წილი უნდა გაიყიდოს ან გაუქმდეს იმ კალენდარული წლის დასრულებამდე, რომელშიც ის იქნა შეძენილი.
6. ამ მუხლის მოთხოვნები შესაბამის შემთხვევაში ვრცელდება მესამე პირის მიერ თავისი სახელით და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხარჯით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალში წილის შეძენაზე.