Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ article 20 . შემოქმედებითი კავშირის უმაღლესი ორგანო. 1 . შემოქმედებითი კავშირის უმაღლესი ორგანოა კავშირის წევრთა ყრილობა (საერთო კრება ). კავშირის გამგეობა მორიგ ყრილობას (საერთო კრებას ) იწვევს 5 წელიწადში ერთხელ მაინც , წესდებით გათვალისწინებული პერიოდულობით . 2 . ყრილობა (საერთო კრება ) უფლებამოსილია , თუ მას ესწრება შემოქმედებითი კავშირის წევრთა ნახევარზე მეტი და თუ კავშირის წესდებით სხვა კვორუმი არ არის გათვალისწინებული . 3 . რიგგარეშე ყრილობა (საერთო კრება ) შეიძლება მოწვეულ იქნეს შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარის , კავშირის წევრთა ერთ მესამედზე მეტის ან სარევიზიო კომისიის მოთხოვნით 2 თვის ვადაში , ყრილობის (საერთო კრების ) დღის წესრიგის მითითებით . ამასთან , მოთხოვნა რიგგარეშე ყრილობის (საერთო კრების ) მოწვევის შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს და გამომდინარეობდეს კავშირის საქმიანობაში აღმოჩენილი მნიშვნელოვანი დარღვევის ან სხვა საფუძვლიანი მოტივაციიდან . |
შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ article 20 4 . რიგგარეშე ყრილობის (საერთო კრების ) მოწვევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გამგეობა , ამ კანონის 21 - ე მუხლის მე - 4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში კი – კავშირის თავმჯდომარე . 5 . ყრილობა (საერთო კრება ) გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით , თუ შემოქმედებითი კავშირის წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული . შემოქმედებითი კავშირის ქონებასთან , კავშირის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღება კავშირის სრული შემადგენლობის ხმების ორი მესამედით . წევრს , რომელიც არ ესწრება ყრილობას (საერთო კრებას ), შეუძლია წერილობით მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობა ან სათანადოდ დამოწმებული დოკუმენტის საფუძველზე გადასცეს საკუთარი ხმა კავშირის სხვა წევრს . |
შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ article 20 6 . ყრილობის (საერთო კრების ) განსაკუთრებული კომპეტენციაა : შემოქმედებითი კავშირის წესდების მიღება , მასში ცვლილებისა და დამატების შეტანა , კავშირის ხელმძღვანელი ორგანოს – გამგეობისა და მაკონტროლებელი ორგანოს , კავშირის თავმჯდომარის არჩევა , კავშირის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის , აგრეთვე ამ კანონითა და კავშირის წესდებით გათვალისწინებული სხვა საკითხების გადაწყვეტა . |