FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საკონსულო საქმიანობის შესახებ

article  8

საკონსულო თანამდებობის პირის დანიშვნა და განთავისუფლება.
1. საკონსულო  თანამდებობის  პირად  შეიძლება  დაინიშნოს  პირი, რომელიც აკმაყოფილებს „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ, დიპლომატიური თანამდებობის პირის როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, გავლილი აქვს მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული, სამინისტროს  მმართველობის  სფეროში  შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული სპეციალური სასწავლო პროგრამა და მიღებული აქვს შესაბამისი სერტიფიკატი.
2. საკონსულო თანამდებობის პირის დანიშვნისა და განთავისუფლების ზოგადი საფუძვლები და წესი განისაზღვრება ამ კანონით, „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მინისტრის შესაბამისი ბრძანებით.
3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სპეციალური სასწავლო პროგრამის გავლის მოთხოვნა არ ვრცელდება უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის პირსა და უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირზე.
4. საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი თანამდებობაზე დანიშვნისას სამინისტროსგან იღებს წერილობით რწმუნებას − საკონსულო პატენტს.
საკონსულო საქმიანობის შესახებ

article  8

5. საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი საკონსულო ფუნქციების შესრულებას შეუდგება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობის − ეგზეკვატურის − მიღების შემდეგ.
6. საჭიროების შემთხვევაში და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით, საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი შეიძლება საკონსულო ფუნქციების შესასრულებლად მივლინებულ იქნეს ეგზეკვატურის მიღებამდე.