Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ article 12 სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის მიერ ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება. 1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს გამოიყენოს ფიზიკური იძულება, სპეციალური საშუალებები და სამსახურებრივი დანიშნულების ცეცხლსასროლი იარაღი ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით. 2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეებზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ. 3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებების და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს პირი, მისცეს საკმარისი დრო, რათა მან შეასრულოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნა, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს პიროვნებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფა, სხვა მძიმე შედეგი ან თუ შექმნილ სიტუაციაში შეუძლებელია ასეთი გაფრთხილება. 4. სპეციალური საშუალების და ფიზიკური იძულების სახე განისაზღვრება კონკრეტული სიტუაციის, სამართალდარღვევის ხასიათისა და სამართალდამრღვევის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. |