FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 6

ზოგადი განათლების შესახებ

article  487

რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნა.
1. ეს თავი აწესრიგებს რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან, აღსრულებასა და გადასინჯვასთან დაკავშირებულ საკითხებს 2. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში  გაგზავნის მიზანშეწონილობის საკითხს განიხილავს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფი (შემდგომ − სპეციალისტთა ჯგუფი).
3. არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში შესაძლებელია გაიგზავნოს 10 წლიდან 18 წლამდე არასრულწლოვანი სპეციალისტთა ჯგუფის შესაბამის შუამდგომლობაში მითითებული ვადით. ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს ერთი სასწავლო სემესტრის ხანგრძლივობას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არასრულწლოვანს ამ კანონის 48-9 მუხლით დადგენილი წესით გაუგრძელდება არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში ყოფნის ვადა.
4. დაუშვებელია არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვა, თუ სპეციალისტთა ჯგუფის მიერ ამ საკითხის განხილვიდან 6 თვის განმავლობაში არასრულწლოვანს 18 წელი უსრულდება.
5. სპეციალისტთა ჯგუფი არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეწონილობის საკითხს განიხილავს, თუ:
ზოგადი განათლების შესახებ

article  487

ა) არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი/ფაქტობრივი მზრუნველი უარს ამბობს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრთან ხელშეკრულების დადებაზე;
    ბ) არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი/ფაქტობრივი მზრუნველი უარს ამბობს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ღონისძიებებში არასრულწლოვნის მონაწილეობის გაგრძელებაზე;
    გ) არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის საბოლოო ანგარიშის თანახმად, ვერ იქნა მიღწეული არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის მიერ არასრულწლოვნისთვის შერჩეული სხვა სერვისის/პროგრამის მიზანი;
    დ) დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით დასტურდება არასრულწლოვნის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილით გათვალისწინებული განზრახი ქმედების ჩადენა, რომლისთვისაც სასჯელის სახით გათვალისწინებულია 10 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.
6. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეწონილობის საკითხს სპეციალისტთა ჯგუფი განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მიმართვიდან 15 დღის ვადაში, არასრულწლოვანთა რეფერირების წესის შესაბამისად.
ზოგადი განათლების შესახებ

article  487

7. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას სპეციალისტთა ჯგუფი შეისწავლის არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს და არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის მიერ მოპოვებულ სხვა დოკუმენტებს, უსმენს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრისადმი მიმართვის ავტორს, თავად არასრულწლოვანს, არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელს/ფაქტობრივ მზრუნველს და არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის ავტორს. სპეციალისტთა ჯგუფმა საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება სხვა პირების მოსმენის შესახებ.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში მითითებული დოკუმენტებისა და სხვა ინფორმაციის გაანალიზების შემდეგ სპეციალისტთა ჯგუფი იღებს დასაბუთებულ, წერილობით გადაწყვეტილებას:
    ა) არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეუწონლობის შესახებ;
    ბ) არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეწონილობის შესახებ.
ზოგადი განათლების შესახებ

article  487

9. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში  გაგზავნის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა ღონისძიების გამოყენება არ იქნება საკმარისი რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნის სოციალიზაციის, რეაბილიტაციის და დანაშაულის პრევენციის მისაღწევად.
10. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეუწონლობის შესახებ ან არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში  გაგზავნის მიზანშეწონილობის შესახებ სპეციალისტთა ჯგუფის გადაწყვეტილების თაობაზე ეცნობება არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელს/ფაქტობრივ მზრუნველს. არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი უზრუნველყოფს სპეციალისტთა ჯგუფის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის ერთიან საინფორმაციო ბაზაში განთავსებას.
ზოგადი განათლების შესახებ

article  487

11. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სპეციალისტთა ჯგუფი ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით წარუდგენს შუამდგომლობას. სასამართლოსთვის შუამდგომლობის წარდგენა საჭირო არ არის, თუ არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი/ფაქტობრივი მზრუნველი ეთანხმება სპეციალისტთა ჯგუფის გადაწყვეტილებას და უზრუნველყოფს ამ გადაწყვეტილების სპეციალისტთა ჯგუფის მიერ მითითებულ ვადაში აღსრულებას.
12. სპეციალისტთა ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეუწონლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებით განისაზღვრება არასრულწლოვნის სხვა სერვისში/პროგრამაში ჩართვის საკითხი. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეუწონლობის შესახებ სპეციალისტთა ჯგუფის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
ზოგადი განათლების შესახებ

article  487

13. სპეციალისტთა ჯგუფი უფლებამოსილია გადასინჯოს არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეუწონლობის შესახებ გადაწყვეტილება ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გარემოების ცვლილების შემთხვევაში.