Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
არბიტრაჟის შესახებ article 14 არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტა. 1. მხარეს არა აქვს უფლება, ერთპიროვნულად შეცვალოს თავის მიერ დანიშნული არბიტრი. 2. მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის ან სხვა რაიმე მიზეზით უმოქმედობის შემთხვევაში არბიტრს შეიძლება შეუწყდეს უფლებამოსილება საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე ან მხარეთა შეთანხმებით. აღნიშნულ შემთხვევებში შეთანხმების მიუღწევლობისას ერთ-ერთ მხარეს შეუძლია არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნის დაყენებიდან 30 დღის ვადაში მიმართოს სასამართლოს არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით. სასამართლოს აღნიშნულ საკითხზე გამოაქვს გადაწყვეტილება განცხადების წარმოებაში მიღებიდან 14 დღის ვადაში. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. 3. არბიტრის მიერ უარის თქმა თავისი მოვალეობის შესრულებაზე ან მხარის თანხმობა არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტაზე არ გულისხმობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობას ან აცილების ამ კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობას ან მათ აღიარებას. |