Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი article 2123 გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის საკითხის გადაწყვეტის წესი. 1. მოსამართლე ბრძანებას საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს შუამდგომლობის წარდგენიდან 14 დღის ვადაში. 2. მოსამართლე საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად. სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობის განხილვაში მონაწილეობენ საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი და ის გადასახადის გადამხდელი ან მისი წარმომადგენელი, რომლის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე ბრძანების გამოცემასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ვერ ხერხდება მხარეთა მოწვევა). 3. მხარეთა გამოუცხადებლობა ან მათი მოწვევის შეუძლებლობა არ იწვევს საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის განხილვის გადადებას. 4. საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების შემდეგ მოსამართლე გამოსცემს ბრძანებას გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან არდაკმაყოფილების შესახებ, რომელშიც აღინიშნება: ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) მოსამართლის გვარი; გ) საგადასახადო ორგანო, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს; დ) საგადასახადო ორგანო, რომელიც უფლებამოსილია შეასრულოს ბრძანება; |
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი article 2123 ე) განკარგულება გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების აუქციონზე რეალიზაციის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან არდაკმაყოფილების შესახებ; ვ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი. 5. მოსამართლის ბრძანება დგება სამ ცალად. ერთი ეგზემპლარი ეგზავნება შუამდგომლობის წარმდგენ საგადასახადო ორგანოს, მეორე – გადასახადის გადამხდელს, ხოლო მესამე – რჩება სასამართლოში. 6. მოსამართლის ბრძანება ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის ნაწილში ძალაში შედის ბრძანების გასაჩივრების ვადის ამოწურვის შემდეგ. ბრძანების გასაჩივრება აჩერებს ბრძანების მოქმედებას. 7. საჩივარი მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე შეიტანება ბრძანების გამომცემ სასამართლოში, მხარისათვის ბრძანების ეგზემპლარის გადაცემიდან 48 საათში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს. 8. საჩივარი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში განიხილება შეტანიდან 10 დღის ვადაში. 9. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. |