FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 5

ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

article  11

პროფესიული სერტიფიცირება და განგრძობითი განათლება.
1. სამსახური პირის სერტიფიცირებულ ბუღალტრად აღიარებისათვის და მის მიერ კვალიფიკაციის შენარჩუნებისათვის ადგენს პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტს და განგრძობითი განათლების სტანდარტს, რომლებიც შეესაბამება ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნებს და ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ დადგენილ განათლების საერთაშორისო სტანდარტებს (IES). პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტი განსაზღვრავს პროფესიული სერტიფიცირებისათვის სასწავლო დისციპლინებს, საგამოცდო პროცესის წარმართვის, საგნების ჩათვლის და გამოცდებისაგან გათავისუფლების წესს, პროფესიული სერტიფიცირებისათვის წარსადგენ დოკუმენტაციას და სერტიფიკატის გაცემის წესს. განგრძობითი განათლების სტანდარტი განსაზღვრავს განგრძობითი განათლების პროგრამას და მისი განხორციელების წესს.
2. პირის კვალიფიკაცია დასტურდება პროფესიული სერტიფიცირების შესაბამისად. პროფესიულ სერტიფიცირებას ახორციელებენ ის პროფესიული ორგანიზაციები, რომელთა სასერტიფიკაციო პროგრამები ან/და საგამოცდო პროცესი აკმაყოფილებს სამსახურის მიერ დადგენილ სტანდარტებს და აღიარებულია სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესის შესაბამისად. სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესს ადგენს სამსახური.
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

article  11

3. სამსახური უფლებამოსილია აღიაროს სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოები მხოლოდ საგამოცდო პროცესის წარმართვის მიზნებისათვის. ის პროფესიული ორგანიზაცია, რომლის მხოლოდ სასერტიფიკაციო პროგრამებია აღიარებული, უფლებამოსილია განახორციელოს პროფესიული სერტიფიცირება სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს მიერ ჩატარებული გამოცდების საფუძველზე. პროფესიული ორგანიზაცია შეიძლება აღიარებულ იქნეს სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელ ორგანოდ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესის შესაბამისად.
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული აღიარებული სასერტიფიკაციო პროგრამებისა და განგრძობითი განათლების პროგრამებისა და საგამოცდო პროცესების რეესტრის წარმოებას უზრუნველყოფს სამსახური.
5.  პროფესიული სერტიფიცირებისათვის განკუთვნილი საგამოცდო ტესტების მომზადება საგამოცდო პროცესის ნაწილია. მას უზრუნველყოფენ სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოები.
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

article  11

6. პირთა გამოცდებზე დაშვების ან  საკვალიფიკაციო დისციპლინაში გამოცდისაგან გათავისუფლების მიზნით სამსახური აღიარებს პროფესიული ორგანიზაციის ან/და საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირის პროფესიული სერტიფიცირებისათვის განკუთვნილ სასწავლო პროგრამებს ან ცალკეულ დისციპლინებს (საგნებს).
7. პროფესიული სერტიფიცირების შედეგად პირს სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსი ენიჭება. პროფესიული ორგანიზაცია მას ამ სტატუსის დამადასტურებელ სერტიფიკატს გადასცემს.
71. სერტიფიცირებული ბუღალტრების რეესტრის წარმოებასა და საჯაროობას უზრუნველყოფს სამსახური თავის მიერ დადგენილი წესით.
72. სერტიფიცირებული ბუღალტერი არ უნდა იყოს მსჯავრდებული ან ნასამართლევი განზრახი ეკონომიკური დანაშაულის (მათ შორის, საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულის) ჩადენისთვის ან განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის და მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული უნდა ჰქონდეს. ამ პუნქტის მოთხოვნების შესასრულებლად სამსახურისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში − შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ცნობის) წარდგენისთვის პასუხისმგებელია სერტიფიცირებული ბუღალტერი.
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

article  11

8. სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსი პირს არ ანიჭებს აუდიტის ჩატარების უფლებას, სანამ არ განხორციელდება მისი რეესტრში რეგისტრაცია.
9. განგრძობითი განათლების პროცესს უზრუნველყოფენ პროფესიული ორგანიზაციები სამსახურის მიერ დადგენილი წესით. პროფესიული ორგანიზაციები ვალდებული არიან, მონიტორინგი გაუწიონ სერტიფიცირებულ ბუღალტერთა განგრძობით განათლებას და აწარმოონ შესაბამისი აღრიცხვა. თუ პროფესიული ორგანიზაციის გადაწყვეტილებით პირი აღარ აკმაყოფილებს განგრძობითი განათლების მიმართ მოთხოვნებს, პროფესიული ორგანიზაცია ვალდებულია ამ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა აცნობოს სამსახურს ამის შესახებ.
10. პროფესიული ორგანიზაციის მიერ პროფესიული სერტიფიცირებისა და განგრძობითი განათლების სფეროში დადგენილი წესების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება ხდება ამ კანონითა და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

article  11

11. სამსახური ადმინისტრაციულ აქტს, რომლითაც სერტიფიცირებულ ბუღალტერს სანქცია ეკისრება, ამ ადმინისტრაციული აქტის ძალაში შესვლისა და აღნიშნული სერტიფიცირებული ბუღალტრის ინფორმირების შემდეგ დაუყოვნებლივ, არანაკლებ 5 წლის ვადით აქვეყნებს თავის ვებგვერდზე და უთითებს მხარეების მიერ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ ინფორმაციას (ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში).